ამასთან, გასულ სეზონში ტურინულმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა როგორც სერია A-ში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. მოკლედ, მოლოდინი დიდი იყო, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა - სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "ტორინო" მე-12 ადგილზეა, ბოლო ათ თამაშში კი მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა.
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის ბოლოს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს ჯამპიერო ვენტურა დატოვებს, მის შესაძლო შემცვლელად კი რამდენიმე ვარიანტი სახელდება, მათ შორის, ჯან პიერო
უფრო ხშირად მაინც გასპერინის ახსენებენ, რომელიც დღეს "ჯენოას" მწვრთნელია, მაგრამ ვერც მისი გუნდი ბრწყინავს და დიდია შანსი, რომ სეზონის ბოლოს მასაც მოუწიოს პოსტის დატოვება.
ამასობაში, პრესასთან კომენტარი "ტორინოში" დაბრუნებულმა ჩირო იმობილემ გააკეთა, რომელიც თავის დროზე სწორედ "გრანატაში" ბრწყინავდა, თუმცა შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიასა" და "სევილიაში" შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინა:
"ვენტურას მადლობელი ვარ, რადგან თავის დროზე, სწორედ მან გამიხსნა გზა დიდი ფეხბურთისკენ და დღესაც მენდობა, როდესაც ბევრს აღარ სჯერა ჩემი. იმედი მაქვს, რომ მის ნდობას გავამართლებ და ჩვენ ერთად მივაღწევთ დიდ წარმატებას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"