ხედირა ბრუნდება, კიელინი ვერა - ცნობები "იუვენტუსის" ლაზარეთიდან

AutoSharing Option
13 თებერვალს, სერია A-ს ეგიდით, "იუვენტუსი" "ნაპოლის" უმასპინძლებს, 22 თებერვალს კი ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.

ამ უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ ტურინულ გიგანტს ტრავმები მოეძალა. "კიევოსთან" შეხვედრისას სამი ხედირა დაშავდა, წინა კვირას კი მისი ბედი ჯორჯო კიელინიმ გაიზიარა. ეს უკანასკნელი მინიმუმ, სამ კვირას იუქმებს და შესაბამისად, ორივე პრინციპულ პაექრობას გამოტოვებს, ხედირას სარეაბილიტაციო კურსი კი წარმატებით მიდის და, როგორც თვითონ აცხადებს, დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება:

"სარეაბილიტაციო კურსს საგანგებო პროგრამით გავდივარ და ექიმები მაიმედებენ, რომ "ნაპოლისთან" თამაშს შევძლებ. რაც შეეხება "ბაიერნთან" დაპირისპირებას, იქამდე აუცილებლად
გამოვჯანმრთელდები და იმედი მაქვს, რომ ოპტიმალურ ფორმაშიც შევალ. წინ დიდი მატჩებია და მსურს, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული