სერია A. XXV ტურის წინ: ორი დიდი სერიიდან ერთი დასრულდება

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 25-ე ტურში ორი გამორჩეული მატჩია: ფლორენციაში ერთმანეთის პირისპირ სატურნირო ცხრილის მესამე და მეოთხე გუნდები წარდგებიან, ტურინში კი სულაც ლიდერთა ჯახს ვიხილავთ.

იუვენტუსი-ნაპოლი
ტურინში ისეთი მატჩი შედგება, რომლის გამოტოვება, უბრალოდ, არ შეიძლება. ერთმანეთის პირისპირ "ივენტუსი" და "ნაპოლი" წარდგებიან, გუნდები, რომლებიც ლიდერობენ ჩემპიონატს და მოგებათა ხანგრძლივი სერია აქვთ.

"იუვენტუსმა" მიჯრით 14-ჯერ იმარჯვა, "ნაპოლიმ" კი 8-ჯერ. საგულისხმოა, რომ გუნდების ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგებია, რეკორდები წინა უქმეებზე გააუმჯობესეს და ასეთ დროს, ბედმა ერთმანეთს გადაყარა. თქმა არ სჭირდება, "იუვენტუს არენაზე" დიდი ბრძოლა
გაჩაღდება - მეტიც, ეს იქნება ომი, რომლის შედეგის პროგნოზირება სრულიად წარმოუდგენელია.

"ნაპოლი" ოპტიმალური შემადგენლობით ეგებება ამ უაღრესად მნიშვნელოვან პაექრობას, "იუვენტუსს" კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია, მათ შორის - ჯორჯო კიელინი, სამი ხედირა და მარიო მანჯუკიჩი. თუმცა ტურინელებს აქვთ იმის რესურსი, რომ თუნდაც ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ღირსეულად შეცვალონ.

სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი - კუადრადო, სტურარო, მარკიზიო, პოგბა, ევრა - დიბალა, მორატა
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ა;ლანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე, იგუაინი

მოახლოებული მატჩის შესახებ იტალიაში ყველა საუბრობს და მოდი, ამჯერად არა გუნდების მწვრთნელების ან ფეხბურთელების, არამედ გარეშე პირების კომენტარებს გავეცნოთ, რომლებსაც ზედმეტი წარდგენა არ სჭირდებათ...

ფაბიო კანავარო: "წინ დიდი მატჩი გველოდება, რომელსაც მოუთმენლად ველოდები. ორივე გუნდი საოცარ ფორმაშია და საინტერესოა, შეინარჩუნებენ თუ არა ასეთ ტემპს ჩემპიონატის ბოლომდე. მაურიციო სარიმ უარი თქვა გამთამაშებელზე და გარემარბებით თამაშობს, რამაც გაამართლა, მასიმილიანო ალეგრი კი როტაციას მიმართავს და ტაქტიკას უფრო ხშირად ცვლის. ვფიქრობ, ტაქტიკურად ძალიან საინტერესო დაპირისპირებას ვიხილავთ.

ვის ვგულშემატკივრობ? - ნეაპოლელი ვარ, მაგრამ კარიერის საუკეთესო წლები "იუვენტუსში" მაქვს გატარებული. ამიტომ ჩემი გული გაორებულია. კარგით, ვაღიარებ, რომ "ნაპოლის" ვგულშემატკივრობ".

მარჩელო ლიპი: "სატურნირო ცხრილის მიხედვით, ეს არ იქნება გადამწყვეტი მატჩი სკუდეტოსთვის ბრძოლაში, მაგრამ გამარჯვებული გუნდი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდ უპირატესობას მოიპოვებს. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ სასწორზე მხოლოდ 3 ქულა დევს ან გნებავთ, 6, როგორც ასეთ დროს ამბობენ, არაა სწორი. სასწორზე გაცილებით მეტი დევს და ამიტომ წინ უაღრესად საინტერესო მატჩი გველოდება".

დიეგო მარადონა: "ფორცა ნაპოლი - დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი გუნდი მოიგებს და წარმატებულ სვლას განაგრძობს. სეზონის წინ მაურიციო სარი გავაკრიტიკე, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ კარგად მუშაობს. მჯერა, რომ სამი ქულა ნეაპოლში წავა, მატჩის გმირი კი გონსალო იგუაინი გახდება".

ფიორენტინა-ინტერი
ყურადღების ცენტრშია ფლორენციული მატჩიც, სადაც ერთმანეთს "ფიორენტინა" და "ინტერი" შეასკდებიან. ორივე გუნდს ჩავარდნა აქვს, ქულებს რთულად აგროვებენ და ამ მატჩს მათთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს. პაულო სოუზა და რობერტო მანჩინი გულშემატკივრებს შემტევ ფეხბურთს ჰპირდებიან და წესით, კარგი ბურთაობა უნდა გაჩაღდეს.

"ფიორენტინა", სავარაუდოდ, 3-4-2-1 ტაქტიკით გაირჯება და შეტევის წინა ხაზზე იოსიპ ილიჩიჩს, ტელიოს და ნიკოლა კალინიჩს ვიხილავთ, მანჩინი კი ამჯერად 4-4-2 სქემას აირჩევს და შეტევაში მარტინს ედერისა და მაურო იკარდის ტანდემს გაამწესებს.

ჩანს, რომ "ინტერის" მესაჭე ძიებაშია და ჩავარდნის დაძლევას ტაქტიკური ცვლილებით ლამობს, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება...

პარასკევი. 12 თებერვალი
კარპი-რომა 23:45
დისკვალიფიკაცია: ბიანკო (კარპი)
ტრავმა: ფედელე, დე გუზმანი, სუაგერი - ტოროსიდისი, დე როსი, კაპრადოსი, პონჩე, გომბერი, სტროტმანი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (1-5)

შაბათი. 13 თებერვალი
ემპოლი-ფროზინონე 18:00
დისკვალიფიკაცია: ლაურინი (ემპოლი)
ტრავმა: კოსტა - აიეტი
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +4=1-2, (10-9)

კიევო-სასუოლო 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ისკო, მეჯორინი, გამბერინი, ჰეტემაი, პეპე, დაინელი - ლარიბი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +2=2-2, (4-3)

იუვენტუსი-ნაპოლი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მანჯუკიჩი, ასამოა, ხედირა, კასერესი, კიელინი - გრასი
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +18=9-10, (59-42)

კვირა. 14 თებერვალი
მილანი-ჯენოა 15:30
დისკვალიფიკაცია: რინკონი (ჯენოა)
ტრავმა: მექსე, დიეგო ლოპესი, ნიანგი, კუცკა - პავოლეტი, ანსალდი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +11=5-5, (26-15)

სამპდორია-ატალანტა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დე სილვესტრი, სალა, კარბონერო, მოისანდერი, დიაკიტე - კარმონა, პალეტა, ჩიგარინი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +14=3-11, (42-38)

უდინეზე-ბოლონია 18:00
დისკვალიფიკაცია: ბადუ (უდინეზე)
ტრავმა: მერკელი, პასკუალე, დომიცი - კრაფტი, მირანტე, როსეტინი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +13=9-9, (40-31)

პალერმო-ტორინო 18:00
დისკვალიფიკაცია: ლაზაარი (პალერმო)
ტრავმა: სტრუნა, პოსავეჩი, მარესკა, ბალოგი - ბოვო, ასკუა, მარტინესი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +3=6-4, (14-14)

ფიორენტინა-ინტერი 23:45
დისკვალიფიკაცია: ფერნანდესი - მელო
ტრავმა: ბადელი, ბენალუანი, კოსტა - იოვეტიჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +10=9-22, (51-62)

ბომბარდირები: 24 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია), კარლოს ბაკა (მილანი); 10 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი); 9 - მასიმო მაკარონე (ემპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული