ჟოზე მოურინიო მილანის "ინტერის" მატჩს დაესწრება

AutoSharing Option
26-ე ტურის მატჩს მილანის "ინტერსა" და "სამპდორიას" შორის ჟოზე მოურინიო დაესწრება. ამის შესახებ პრესას კლუბის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განუცხადა.

"იმედია, მისი ყოფნა გუნდს შეეწევა და მეტოქის დამარცხებაში დაეხმარება", - განაცხადა მორატიმ. ბუნებრივია, ამან ბევრი კითხვა გააჩინა, ხომ არ ბრუნდება "განსაკუთრებული" "ჯუზეპე მეაცაზე"?

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა "ინტერი" 2008 წელს ჩაიბარა. მოურინიომ "ინტერს" ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ სკუდეტო მოაგებინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული