ინდონეზიელმა ბიზნესმენმა მილანური კლუბი 2013 წელს შეიძინა, მაგრამ შესაძლოა უახლოეს მომავალში გაყიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას Gazzetta dello Sport ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტოჰირმა კომპანია Goldman Sachs-ს არა მარტო პოტენციური ინვესტორების, არამედ შესაძლო მყიდველების მოძიებაც დაავალა.
ტოჰირს ორი ვარიანტი აქვს: აქციონერის მოძებნა, რომელსაც საკონტროლო პაკეტი არ ექნება და კლუბის აქციების 70 პროცენტის გაყიდვა.