ერიკ ტოჰირმა შესაძლოა მილანის "ინტერი" გაყიდოს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მფლობელი ერიკ ტოჰირი კლუბის გაყიდვის ვარიანტს განიხილავს.

ინდონეზიელმა ბიზნესმენმა მილანური კლუბი 2013 წელს შეიძინა, მაგრამ შესაძლოა უახლოეს მომავალში გაყიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას Gazzetta dello Sport ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტოჰირმა კომპანია Goldman Sachs-ს არა მარტო პოტენციური ინვესტორების, არამედ შესაძლო მყიდველების მოძიებაც დაავალა.

ტოჰირს ორი ვარიანტი აქვს: აქციონერის მოძებნა, რომელსაც საკონტროლო პაკეტი არ ექნება და კლუბის აქციების 70 პროცენტის გაყიდვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ან ყიდვა რა იყო ან გაყიდვა. ამ აზიელების მიშვება არ შეიძლება რა ფეხბურთთან
Levani
20:24 25-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული