სერია A. XXVII ტური: მჭედლიძე და კომპანია "რომასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
27 თებერვალს იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ლევან მჭედლიძე "რომასთან" მატჩის 73-ე წუთზე გამოვიდა, ერთ წუთში კი ამ შეხვედრაში ბოლო გოლი გავიდა - სტეფან ელ შაარავიმ დუბლი შეასრულა და "რომამ" "ემპოლის" 3:1 მოუგო. შემდეგ "ემპოლი" 10 კაცის ამარა დარჩა.

ლუჩანო სპალეტი (რომა): "ემპოლი" ბურთის ფლობაში დიდებულია, ჩვენ კი მას იოლად მოვუგეთ. მეტოქეს ბევრი არაფრის საშუალება არ მივეცით, თავად კი სამი გავიტანეთ. ტოტის გამოყვანა მინდოდა, მაგრამ "ემპოლიმ" შტურმი მოგვიწყო. დამერწმუნეთ ტოტის გამო ყველაზე მეტს მე ვდარდობ".

ლევანმა მხოლოდ
ერთი შორეული დარტყმა მოასწრო, რომელიც მეკარემ აიღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მილანმა" "ტორინოს" მინიმალური ანგარიშით აჯობა - 1:0. გამარჯვების გოლი კუცკას პასით ლუკა ანტონელიმ გაიტანა.

სინიშა მიხაილოვიჩი (მილანი): "ძალიან ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ დამსახურებულად ვიმარჯვეთ. გუნდი მოედანზე სწორი შემართებით გავიდა, ვიცოდით, რომ ბოლომდე უნდა დავხარჯულიყავით სამი ქულისათვის. მომდევნო სამ ტურში გაირკვევა, გვაქვს თუ არა მესამე ადგილისთვის ანუ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლის ძალა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ემპოლი-რომა 1:3
გოლები: 0:1 ელ შაარავი (5), 1:1 ზუკანოვიჩი (22 ს. კ), 1:2 პიანიჩი (27), 1:3 ელ შაარავი (74)
გაძევება: რუი (90. ემპოლი)

მილანი-ტორინო 1:0
გოლი: 1:0 ანტონელი (44)

28 თებერვალი
პალერმო-ბოლონია 15:30
კარპი-ატალანტა 18:00
სამპდორია-ფროზინონე 18:00
კიევო-ჯენოა 18:00
უდინეზე-ვერონა 18:00
იუვენტუსი-ინტერი 23:45

29 თებერვალი
ლაციო-სასუოლო 22:00
ფიორენტინა-ნაპოლი 00:00

1. იუვენტუსი - 58 ქულა; 2. ნაპოლი - 57; 3. რომა - 53; 4. ფიორენტინა - 52; 5. ინტერი - 48.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული