სერია A. XXVII ტური: დერბი "ქალბატონისაა" [VIDEO]

AutoSharing Option
27-ე ტურის ცენტრალური მატჩი კვირას, გვიან ღამით გაიმართა, რომელშიც "იუვენტუსმა" "ინტერს" უმასპინძლა, "ფიორენტინასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება კი დღეს შედგება.

"რომამ" ტემპი აკრიფა
ლუჩანო სპალეტის ხელში "რომა" უკეთესად ათამაშდა და ქულებსაც აღარ ანიავებს. ამჯერად, დედაქალაქური გუნდი "ემპოლის" ესტუმრა და დამაჯერებლად სძლია მეტოქეს, 3:1. დუბლი სტეფან ელ შაარავიმ მიითვალა აქტივში, ერთი გოლი კი მირალემ პიანიჩის ანგარიშზეა. მეოთხე გოლიც რომაელმა შეაგდო, თუმცა ზუკანოვიჩმა საკუთარი კარი დალაშქრა.

"რომამ" დიდი უპირატესობით წარმართა შეხვედრა და კიდევ უფრო დიდი ანგარიშით შეეძლო მოგება. მატჩის გმირი ელ შაარავია, რომელმაც გახსნა
ანგარიში და თანაც, ულამაზესი გოლით - "პატარა ფარაონმა" ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და უძლიერესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში მოათავსა.

პიანიჩსაც კარგი გოლი გამოუვიდა - ჯარიმიდან ბურთი ცოცხალ კედელს გაარტყა, თუმცა დამატებაზე თვითონვე ივარგა და მეორე ცდით აიღო მასპინძელთა კარი.

აღსანიშნავია, რომ სპალეტიმ 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია, შეტევის წინა ხაზზე კი ედინ ჯეკოს ნაცვლად, დიეგო პეროტი გაამწესა. არგენტინელმა ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მაინც ეტყობოდა, რომ ტიპური დამგვირგვინებელი არაა და ბურთის თრევა, ანუ სიღრმიდან თამაში ურჩევნია.

მოკლედ, "რომას" კლასიკური ცენტრფორვარდი აკლდა, მაგრამ სპალეტი დიდად არ სწყალობს ჯეკოს, კიდევ უფრო მეტად კი ფრანჩესკო ტოტის, რომელიც მატჩის ბოლომდე თადარიგში დატოვა. პრესკონფერენციაზე სპალეტის ტოტიზეც დაეკითხნენ და შემდეგი განაცხადა:

"კარგი თამაში იყო, რომელშიც უფრო ძლიერმა გაიმარჯვა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი გზით მივდივართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ტოტის შემოშვება ბოლო ცვლილებით მინდოდა, მაგრამ თამაში არასასურველ რიტმში გადავიდა, ბურთი, ძირითადად, ჩვენს ნახევარზე იყო და ამიტომ გეგმები შემეცვალა. მთავარია, მოვიგეთ და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩავიწერეთ აქტივში".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მილანის" მორიგი გამარჯვება
"რომას" მსგავსად, "მილანიც" აღმავლობის გზაზეა და ქულებსაც უხვად აგროვებს. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა "ტორინოს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, 1:0. ერთადერთი და გამარჯვების გოლი ლუკა ანტონელის ანგარიშზეა, რომელმაც 44-ე წუთზე იხეირა და როგორც ასეთ დროს ამბობენ, გოლი გასახდელში გაატანა მეტოქეს.

მთელი თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მომენტები სტუმრებმაც შექმნეს და გატანაც შეეძლოთ. თუმცა, მთლიანობაში, შედეგი მაინც ლოგიკური და კანონზომიერია. მილანელებმა მეორე ნახევარშიც შეარხიეს მეტოქის კარის ბადე, მაგრამ ლაინსმენმა კარლოს ბაკაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და სრულიად სამართლიანადაც.

"მილანის" მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელები ოპტიმიზმის ნაკლებობას არ უჩივიან. მიხაილოვიჩის თქმით, მისი გუნდი სეზონის ყველაზე გადამწყვეტ ეტაპს ოპტიმალურ ფორმაში ხვდება და ამიტომ სამეულში შეძრომა უტოპიად სულაც არ მიაჩნია. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბრძოლა გადარჩენისთვის
დიდი ბრძოლაა გაჩაღებული ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად. ძალიან საინტერესო მატჩი შედგა გენუაში, სადაც "სამპდორიამ" "ფროზინონეს" უმასპინძლა და თუ სატურნირო ცხრილს ჩახედავთ, მიხვდებით, რომ სასწორზე 6 ქულა იდო.

ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი ვინჩენცო მონტელას გუნდმა მოიგო და შედარებით გაიუმჯობესა მდგომარეობა. გენუელებმა ორი უპასუხო გოლი მიართვეს მეტოქეს და აქედან ერთი ფერნანდოს ანგარიშზეა, ხოლო მეორე -ფაბიო კვალიარელას.

საგულისხმოა, რომ გადარჩენისთვის იბრძვის მეორე გენუური გუნდიც, რომელიც ამჯერად "კიევოს" ესტუმრა და მარცხი განიცადა. თანაქალაქელის მსგავსად, "ჯენოაც" რთულ ვითარებაშია, კრიზისს განიცდის და თუ ჯამპიერო გასპერინიმ დროზე არ იპოვა გამოსავალი, გუნდი შესაძლოა გასავარდნ ზონაში დაეშვას. კიდევ უფრო მძიმედ აქვს საქმე "პალერმოს", რომელსაც გასავარდნ ზონამდე ერთი ადგილი აშორებს.

და მაინც, აუტსაიდერთა სამეული თითქოს გამოკვეთილია და დიდია შანსი, ელიტა "ფროზინონემ", "კარპიმ" და "ვერონამ" დატოვონ.

"იუვემ" "ინტერიც" მოინელა
დიდი იტალიური დერბი "იუვენტუსის" უპირატესობით წარიმართა და ეს შედეგზეც შესაბამისად აისახა. ტურინულმა გრანდმა ორი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და როგორც უნდა დაასრულოს თავისი შეხვედრა "ნაპოლიმ", ლიდერობა შეინარჩუნა.

პირველი გოლი ლეონარდო ბონუჩიმ შეაგდო, რომელიც საჭირო ადგილას დაუხვდა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს და უძლიერესი დარტყმით გაახვია ბადეში; მეორე გოლი კი ალვარო მორატას ანგარიშზეა, რომელიც მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში და თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. "იუვე" უფრო ძლიერია და განვლილმა მატჩმა ეს ნათლად დაგვანახვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXVII ტური

27 თებერვალი
ემპოლი-რომა 1:3
გოლები: 0:1 ელ შაარავი (5), 1:1 ზუკანოვიჩი (22-საკ. კარში), 1:2 პიანიჩი (27), 1:3 ელ შაარავი (74)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, კოშიჩი, არიაუდო, მარიო რუი - ზელინსკი, პარედესი, კროჩე (64. ლივაია) - კრუნიჩი (51. ბუჩელი) - პუჩარელი, მაკარონე (73. მჭედლიძე)
რომა (4-2-3-1): სჩესნი - მაიკონი (73. მანოლასი), ზუკანოვიჩი, რუდიგერი, დინე - კეიტა, ნაინგოლანი (73. იაგო) - სალაჰი, პიანიჩი, ელ შაარავი (79. ჯეკო) - პეროტი
გაფრთხილება: პუჩარელი - პიანიჩი, პეროტი
გაძევება: მარიო რუი (90. ემპოლი)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 8-14 (3-6); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 15 000

მილანი-ტორინო 1:0
გოლი: 1:0 ანტონელი (44)
მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე, ალექსი, საპატა, ანტონელი - ჰონდა, ბერტოლაჩი, კუცკა, ბონავენტურა - ნიანგი (69. ბოატენგი), ბაკა (90. ბალოტელი)
ტორინო (3-5-2): პადელი - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - ძაპაკოსტა (86. მარტინესი), ბაზელი (78. მაქსი ლოპესი), ვივესი, ასკუა, პერესი - იმობილე, ბელოტი
გაფრთხილება: აბატე, ბოატენგი - გლიკი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-7 (6-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 40 000

28 თებერვალი
პალერმო-ბოლონია 0:0
პალერმო (3-5-2): პოსავეჩი - ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი - მორგანელა, ჰილემარკი, მარესკა, ჩოჩევი (65. კუაიზონი), პეცელა - ვასკესი (74. ტრაიკოვსკი), ჯილარდინო (84. ჯურჯევიჩი)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - მბაიე, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა (66. კონსტანტი) - დონსა, დიავარა, ტაიდერი (84. ბრიგი) - ჯაკერინი, ფლოკარი (66. ბრიენცა), დესტრო
გაფრთხილება: მორგანელა, ვიტიელო, ჩოჩევი - დიავარა
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 7-15 (5-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 16 000

კარპი-ატალანტა 1:1
გოლები: 0:1 კურტიჩი (52), 1:1 ვერდი (75-პენ.)
კარპი (4-4-2): ბელეჩი - პოლი, რომანიოლი, გალიოლო, ლეტიცია - მარტინო (43. პაშუტი), ბიანკო, ლოლო, დი გაუდიო (63. ვერდი) - ლაზანია (69. მანკოზუ), მბაკოგუ
ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - ბელინი, პალეტა, მაზიელო, დრამე - დე რუნი, კურტიჩი, ჩიგარინი (72. მილიაჩო) - დიამანტე (87. გაკპე), დალესანდრო, პინილია (67. ბორიელო)
გაფრთხილება: პოლი, გალიოლო, ლოლო - ბელინი, დიამანტე, ბორიელო
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 26-24; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7-9 (4-4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 10 000

კიევო-ჯენოა 1:0
გოლი: 1:0 კასტრო (51)
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - კაჩატორე, დაინელი, ცეზარი, გობი - რადოვანოვიჩი, კასტრო (82. ფრეი), რიგონი (68. ჰეტემაი) - ბირსა (72. მეჯორინი) - მპოკუ, პელისიერი
ჯენოა (3-4-3): პერინი - დე მაიო, ბურდისო, ანსალდი - რინკონი, ჯემაილი (60. პანაიოტისი), რიგონი, ლაქსალტი - ჩერჩი (63. ლაზოვიჩი), სუსო (57. კაპელი), მატავცი
გაფრთხილება: გობი, რადოვანოვიჩი - ანსალდი, დე მაიო, ჯემაილი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 10-7 (7-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 10 000

სამპდორია-ფროზინონე 2:0
გოლები: 1:0 ფერნანდო (44), 2:0 კვალიარელა (69)
სამპდორია (3-4-2-1): ვივიანო - კასანი, რანოკია, მოისანდერი - დე სილვესტრი (68. სილვესტრი), ფერნანდო, სორიანო, დოდო - ალვარესი (84. ხრისტოდოლოპულოსი), კორეა (77. კრსტიჩიჩი) - კვალიარელა
ფროზინონე (4-3-3): ლეალი - როზი, ბლანკარდი (84. ლონგო), აიეტი, პავლოვიჩი - სამარკო, გორი, ფრარა (68. კრაგლი) - ტონევი (79. პაგანინი), დიონისი, დ. ჩოფანი
გაფრთხილება: მოისანდერი, კორეა, კვალიარელა, სილვესტრი, კრსტიჩიჩი - სამარკო, ფრარა
კუთხური: 12-10; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 16-9 (7-1); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 25 000

უდინეზე-ვერონა 2:0
გოლები: 1:0 ბადუ (31), 2:0 ტერო (56)
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - პირისი, დანილო, ფელიპე, ალი ადნანი - ბადუ, გილიერმე, კუზმანოვიჩი - ფერნანდესი (80. ედენილსონი), დი ნატალე (72. საპატა), ტერო (88. ვიდმერი)
ვერონა (4-4-2): გოლინი - პიზანო, ჰელანდერი, ბიანკეტი, ფარესი - ვსზოლეკი (62. ტალები), იონიცა, მარონე, სილიგარდი (46. რომულო) - ტონი, პაცინი (55. რებიჩი)
გაფრთხილება: ფელიპე - ბიანკეტი, პაცინი, ფარესი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 11-7 (4-3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 16 000

იუვენტუსი-ინტერი 2:0
გოლები: 1:0 ბონუჩი (47), 2:0 მორატა (84-პენ.)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი (36. რუგანი) - ლიხტშტაინერი, ხედირა (78. სტურარო), ერნანესი, პოგბა, სანდრო - დიბალა (82. მორატა), მანჯუკიჩი
ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - მურილიო, მირანდა, ჟუანი - დამბროზიო, მელო, მედელი (56. ლიაიჩი), კონდოგბია, ტელესი (73. პერიშიჩი) - პალასიო, იკარდი (85. ედერი)
გაფრთხილება: ლიხტშტაინერი, ერნანესი, ხედირა - ჟუანი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 8-0; კარში დარტყმა: 7-7 (4-3); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 41 000

29 თებერვალი
ლაციო-სასუოლო 22:00
ფიორენტინა-ნაპოლი 00:00

ბომბარდირები: 24 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), კარლოს ბაკა (მილანი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია); 11 - მასიმო მაკარონე (ემპოლი), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 10 - ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).

მომდევნო ტური
4 მარტი:
რომა-ფიორენტინა

5 მარტი:
ვერონა-სამპდორია, ნაპოლი-კიევო

6 მარტი:
ტორინო-ლაციო, ბოლონია-კარპი, ჯენოა-ემპოლი, ატალანტა-იუვენტუსი, სასუოლო-მილანი, ფროზინონე-უდინეზე, ინტერი-პალერმო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული