მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობამ მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს ხელფასის სახით წელიწადში 20 მილიონი ევრო შესთავაზა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sport.es ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სიმეონესთან მოლაპარაკება 28 თებერვალს დაიწყო და "ინტერმა" მას 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვით, სპეციალისტი 100 მილიონ ევროს მიიღებს.