ნიანგი ავარიაში მოყვა და დაზიანებები მიიღო

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელი მ'ბაიე ნიანგი ავტოავარიაში მოყვა და მხრისა და ტერფის ტრავმა მიიღო. ამის შესახებ Sky Sports Italia იუწყება.

ინციდენტის დეტალების შესახებ პრესაში ჯერჯერობით არ იწერება, თუმცა ცნობილია, რომ ფეხბურთელმა უკვე გაიარა ტესტი სისხლში ალკოჰოლის არსებობაზე და პასუხი უარყოფითი იყო.

ფრანგი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადები უცნობია. სავარაუდოდ, ის იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრას "ალესანდრიასთან" გამოტოვებს. მატჩი 1-ელ მარტს, მილანში გაიმართება, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება კი "როსონერის" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული