სერია A. XXVIII ტური: სტატუს-კვო შენარჩუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
* სერია A-ში "იუვენტუსს" 9 მატჩია გოლი არ გაუშვია, რაც "ინტერის" რეკორდის გამეორებაა.

* სერია A-ში ჯანლუიჯი ბუფონს 836 წუთია გოლი არ გაუშვია, რითიც მან საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

* მშრალი წუთებით, სერია A-ში ბუფონზე წინ მხოლოდ ორი მეკარეა: დინო ძოფი (903) და სებასტიანო როსი (929).

სერია A-ს 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი ჯერ კიდევ პარასკევს შედგა, როდესაც "სტადიო ოლიმპიკოზე" "რომამ" "ფიორენტინას" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით სძლია მეტოქეს - 4:1.

"რომა" აღარ ხუმრობს
ლუჩანო სპალეტის ხელში "რომა" შესანიშნავად ათამაშდა, პროგრესის ნათელი დადასტურება კი
"სტადიო ოლიმპიკოზე" გამართული მატჩი იყო. "ჯალოროსიმ" "ფიორენტინას" უმასპინძლა და უპრობლემოდ სძლია მეტოქეს. პირველი ტაიმის შუაწელს, ანგარიში უკვე 3:0 იყო და ნათელი გახდა, რომ მასპინძლები მოგებას არ გაუშვებდნენ ხელიდან.

პირველი გოლი მოჰამედ სალაჰის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ სტეფან ელ შაარავიმ შეაგდო; მეორე გოლი სალაჰის დარტყმას მოჰყვა, თუმცა ეგვიპტელს რეკოშეტიც დაეხმარა. მესამე გოლი დიეგო პეროტიმ შეაგდო და აქ უკვე საგოლე პასი ელ შაარავიმ მიითვალა აქტივში. ტაიმის მიწურულს, იოსიპ ილიჩიჩმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა მეორე ნახევარში სალაჰმა მეოთხე გოლი შეაგდო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1.

აღსანიშნავია, რომ ბოლო საგოლე და თანაც, ბრწყინვალე პასი მირალემ პიანიჩმა მიითვალა აქტივში.

მთლიანად თამაში გამოვიდა სანახაობრივი, რადგან გარდა ხუთი გოლისა, ბევრი სახიფათო მომენტი შეიქმნა. ამასთან, არც ტემპი დაიწუნებოდა, "რომამ" კი მართლაც კარგი საფეხბურთო სპექტაკლი დადგა. მატჩის შემდეგ სპალეტიმ შემდეგი განაცხადა:

"კარგი მატჩი იყო, რომელშიც დამსახურებულად გავიმარჯვეთ. "ფიორენტინას" ძლიერი მხარე სისწრაფე და ბურთის კონტროლია, თუმცა არც ერთ ამ კომპონენტში არ ჩამოვრჩით მეტოქეს. მოჰამედ სალაჰი შესანიშნავი ფეხბურთელია და ტემპი თუ აკრიფა, მისი შეჩერება შეუძლებელი იქნება. ფრანჩესკო ტოტი კარგად ჩაერთო თამაშში და დასანანია, რომ საჯარიმო დარტყმით გოლი ვერ შეაგდო.

რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოვიპოვეთ და ეს ძალიან კარგია, მაგრამ თავი არ უნდა დავკარგოთ და გვახსოვდეს, რომ მთავარი ბრძოლები წინ გველის".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ნაპოლიმ" ნავსი გატეხა
როგორც იქნა, "ნაპოლიმ" მოიგო და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში. ქულები იქით იყოს და, ეს მოგება ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. თებერვლის თვე ნეაპოლელებისთვის წაუმატებელი გამოვიდა, რადგან გუნდმა სერია A-ში ლიდერობა დათმო და ევროპალიგის გათამაშებას გამოეთიშა.

"კიევოსთან" მატჩის წინ მაურიციო სარიმ სწორედ ჩავარდნის დაძლევაზე ისაუბრა და ვერონელებთან გამარჯვების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მიზანი მიღწეულია, "ნაპოლიმ" სძლია მეტოქეს და რჩება "იუვენტუსის" მთავარ და დიდი ალბათობით, ერთადერთ კონკურენტად. თამაში ორი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ნეაპოლელთა მცველმა უხეში შეცდომა დაუშვა, ბურთი მეტოქეს ჩააბარა და ვერონელებმა გახსნეს ანგარიში. თუმცა სტუმართა სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან ოთხიოდე წუთში მარცხენა ფრთიდან გათამაშებული კომბინაცია გონსალო იგუაინის ზუსტი დარტყმით დასრულდა, 1:1.

პირველი ტაიმის დასრულებამდე 7-8 წუთი რჩებოდა, როდესაც მასპინძელთა მცველმა, კირიკეშმა გამოიდო თავი და წინ გაიყვანა თანაგუნდელები, მეორე ტაიმში კი ხოსე კალეხონი გავიდა ხელსაყრელ პოზიციაზე და უზადო დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3:1. მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა თავკაცმა შემდეგი განაცხადა:

"მჯეროდა, რომ ამ თამაშს მოვიგებდით და ამაში მაშინაც არ შემპარვია ეჭვი, როდესაც გოლი გავუშვით. მომწონს, როდესაც გონსალო იგუაინი სპორტულად გაბრაზებულია და გოლზეა დაგეშილი, რადგან ასეთ დროს, პრაქტიკულად, შეუჩერებელია. მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ არ გვავიწყდება, რომ ჩვენ წინ "იუვენტუსია", გუნდი, რომელიც მატჩების აბსოლუტურ უმრავლესობას იგებს და რომლის გადასწრებაც ურთულესი იქნება".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"იუვე" სრული სვლით
მაურიციო სარი მართალია, რადგან "იუვენტუსი" თამაშების აბსოლუტურ უმრავლესობას იგებს და ასე მოხდა გასულ უქმეებზეც. ტურინული გრანდი ბერგამოში ჩავიდა და იქაურ "ატალანტას" ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ორივე გოლს მოულოდნელი ავტორი ჰყავს - პირველი ანდრეა ბარძალიმ შეაგდო, ხოლო მეორე შეცვლაზე შესულმა მარიო ლემინამ.

"იუვენტუსმა" სრული უპირატესობით წარმართა მატჩი და მეტის გატანაც შეეძლო, თუმცა ანგარიში ისედაც გროსმაისტერულია და მეტის საჭიროება ნამდვილად არ იყო. "იუვემ" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ მიმავალ გზაზე და თუ ასე გააგრძელა, "ნაპოლი" ვერაფერს გახდება...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ცივი შხაპი "მილანს"
რამდენიმე წარმატებული თამაშის შემდეგ "მილანი" ტრადიციულად უხერხულ მეტოქეს, "სასუოლოს" ესტუმრა და მორიგი მარცხი იწვნია. მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი მიართვეს ტიტულოვან მეტოქეს და საჭირო სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

"სასუოლოს" ორივე გოლი მეტად ეფექტური გამოვიდა - პირველი ორიგინალურად გათამაშებულ კუთხურს მოჰყვა, ხოლო მეორე - ეფექტურ კომბინაციას.

"მილანი" კიდევ უფრო დაშორდა სამეულს და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაემშვიდობა ოცნებებს ჩემპიონთა ლიგის საგზურზე. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდის მაქსიმუმი ევროპალიგაზე მოხვედრაა, თუმცა ამასაც ბრძოლა სჭირდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXVIII ტური

4 მარტი
რომა-ფიორენტინა 4:1
გოლები: 1:0 ელ შაარავი (22), 2:0 სალაჰი (25), 3:0 პეროტი (38), 3:1 ილიჩიჩი (45-პენ.), 4:1 სალაჰი (58)
რომა (4-3-1-2): სჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინე - კეიტა, პიანიჩი, ნაინგოლანი - პეროტი (62. ვანკური) - სალაჰი (86. ჯეკო), ელ შაარავი (76. ტოტი)
ფიორენტინა (4-2-3-1): ტატარუშანუ - რონკალია, გონსალო, ასტორი, ალონსო - ვესინო (34. ბადელი), კოსტა - ბერნარდესკი, ბორხა ვალერო (29. ტელიო), ილიჩიჩი (68. ფერნანდესი) - კალინიჩი
გაფრთხილება: ნაინგოლანი, პიანიჩი, სალაჰი - კოსტა, ბერნარდესკი, ბადელი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 19-18; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14-7 (7-1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 40 000

5 მარტი
ვერონა-სამპდორია 0:3
გოლები: 0:1 სორიანო (6), 0:2 კასანო (11), 0:3 ხრისტოდოლოპულოსი (30)
ვერონა (4-4-2): გოლინი - პიზანო, ჰელანდერი, მორასი, ფარესი (28. ჟუნიორი) - ვსზოლეკი, იონიცა, მარონე, სილიგარდი (56. ტალები) - რებიჩი (70. რომულო), ტონი
სამპდორია (3-4-2-1): ვივიანო - კასანი, რანოკია, მოისანდერი - დე სილვესტრი, ფერნანდო, შორიანო (74. ბარეტო), ხრისტოდოლოპულოსი (58. სილვესტრი) - ალვარესი, კასანო (78. მურიელი) - კვალიარელა
გაფრთხილება: მარონე, ჟუნიორი - რანოკია, ხრისტოდოლოპულოსი, ფერნანდო
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 10-14 (5-9); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 18 000

ნაპოლი-კიევო 3:1
გოლები: 0:1 რიგონი (2), 1:1 იგუაინი (6), 2:1 კირიკეში (38), 3:1 კალეხონი (70)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კირიკეში, კულიბალი, გულამი - დავიდ ლოპესი (67. ალანი), ჟორჟინიო, ჰამშიკი (86. ჩალობაჰი) - ინსინიე (71. მერტენსი), კალეხონი, იგუაინი
კიევო (4-3-3): ბიძარი - ფრეი, დაინელი, ცეზარი, კაჩატორე - კასტრო, რადოვანოვიჩი, რიგონი (68. ჰეტემაი) - ბირსა (64. მეჯორინი), მპოკუ, პელისიერი (55. ფლორო ფლორესი)
გაფრთხილება: ცეზარი, კასტრო, მეჯორინი (კიევო)
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 6-13; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 20-6 (9-2); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 40 000

6 მარტი
ტორინო-ლაციო 1:1
გოლები: 1:0 ბელოტი (12), 1:1 ბილია (78-პენ.)
ტორინო (3-5-2): პადელი - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - პერესი (80. ძაპაკოსტა), ბენასი (79. ბაზელი), ვივესი (86. ობი), ასკუა, მოლინარო - იმობილე, ბელოტი
ლაციო (4-3-1-2): ბერიშა - კონკო, ბიშევაჩი, ჰოედტი, ლულიჩი (40. ბრაავჰეიდი) - კატალდი (40. სავიჩი), ბილია, პაროლო - ანდერსონი, ჯორჯევიჩი, კლოზე (73. კლოზე)
გაფრთხილება: პერესი, ვივესი, ასკუა - კონკო, პაროლო
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 11-10 (4-4); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 18 000

ატალანტა-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 ბარძალი (24), 0:2 ლემინა (86)
ატალანტა (3-5-2): სპორტიელო - ტოლოი, პალეტა, მაზიელო - კონტი (55. დალესანდრო), დე რუნი, კურტიჩი, ჩიგარინი (76. დიამანტი), დრამე - მონაკელო (66. რაიმონდი), ბორიელო
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, ევრა - ხედირა (68. ლამინა), მარკიზიო, პოგბა - პერეირა (81. სანდრო) - დიბალა (89. მორატა), მანჯუკიჩი
გაფრთხილება: პალეტა, ტოლოი, ჩიგარინი - მარკიზიო, პოგბა
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 8-8 (4-4); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 24 000

ბოლონია-კარპი 0:0
ბოლონია (4-3-3): მირანტე - მბაიე, გასტალდელო, მაიეტა, კონსტანტი (65. მაზინა) - დონსა (77. ბრიენცა), დიავარა, ტაიდერი - მუნიერი (46. ფლოკარი), ჯაკერინი, დესტრო
კარპი (3-5-2): ბელეჩი - ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო - ლეტიცია, კრიმი, ბიანკო (65. ლოლო), კოფიე, პოლი - ვერდი (22. ლაზანია), მანკოზუ (74. მბაკოგუ)
გაფრთხილება: ჯაკერინი - რომანიოლი, გალიოლო, კრიმი
კუთხური: 12-4; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10-5 (4-2); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 20 000

ფროზინონე-უდინეზე 2:0
გოლები: 1:0 დ. ჩოფანი (12), 2:0 ბლანკარდი (60)
ფროზინონე (4-3-3): ლეალი - როზი, ბლანკარდი, აიეტი, პავლოვიჩი - კრაგლი, გორი (90. ბუჩერი), ფრარა (82. ჩიბსა) - პაგანინი, დიონისი (90. კარლინი), დ. ჩოფანი
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - პირისი, დანილო, ფელიპე (15. ერტო), ალი ადნანი - ბადუ (59. მატოსი), გილიერმე, კუზმანოვიჩი - ფერნანდესი, დი ნატალე, ტერო (71. პერიცა)
გაფრთხილება: ბლანკარდი, პაგანინი - პირისი, ტერო, მატოსი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13-7 (4-3); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 10 000

ჯენოა-ემპოლი 1:0
გოლი: 1:0 რიგონი (48)
ჯენოა (3-5-2): პერინი - დე მაიო, ბურდისო, იძო - რინკონი, ანსალდი, რიგონი, პანაიოტისი (82. სილვა), ლაქსალტი - სუსო (46. ჩერჩი), პანდევი (88. კაპელი)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, კოშიჩი, არიაუდო, ძამბელი (75. ბიტანტე) - ზელინსკი, პარედესი, ბუჩელი (52. საპონარა) - კროჩე - მაკარონე (52. პუჩარელი), მჭედლიძე
გაფრთხილება: ჩერჩი - ძამბელი, კოშიჩი, ბუჩელი, პარედესი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 18-18; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 10-8 (4-1); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 22 000

სასუოლო-მილანი 2:0
გოლები: 1:0 დანკანი (27), 2:0 სანსონე (71)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, კანავარო (54. ანტეი), აჩერბი, პელუზო - დანკანი, მანიანელი, მისიროლი (63. ბიონდინი) - სანსონე, ბერარდი (86. ფალჩინელი), დეფრელი
მილანი (4-4-2): დონარუმა - დე შილიო, ალექსი, საპატა (69. რომანიოლი), ანტონელი - Hონდა (82. ბოატენგი), ბერტოლაჩი, კუცკა, ბონავენტურა - ბალოტელი (55. მენეზი), ბაკა
გაფრთხილება: ბერარდი - ბონავენტურა, ბერტოლაჩი
გაძევება: დეფრელი (76. სასუოლო)
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 10-11 (5-6); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 15 000

ინტერი-პალერმო 3:1
გოლები: 1:0 ლიაიჩი (11), 2:0 იკარდი (23), 2:1 ვასკესი (45), 3:1 პერიშიჩი (54)
ინტერი (4-2-3-1): კარიცო - ნაგატომო, მირანდა, მურილიო, დამბროზიო - მედელი (88. მელო), კონდოგბია - პერიშიჩი, პალასიო (79. ბიაბიანი), ლიაიჩი (66. ბროზოვიჩი) - იკარდი
პალერმო (3-5-2): სორენტინო - ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი - რისპოლი (84. ბალოგი), ჰილემარკი, მარესკა, ჩოჩევი (68. კუაიზონი), პეცელა - ვასკესი, ჯილარდინო (71. ჯურჯევიჩი)
გაფრთხილება: მედელი - გონსალესი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-8 (6-4); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 45 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 26 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), კარლოს ბაკა (მილანი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია); 11 - მასიმო მაკარონე (ემპოლი), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა); 10 - ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).

მომდევნო ტური
11 მარტი:
იუვენტუსი-სასუოლო

12 მარტი:
ემპოლი-სამპდორია, ინტერი-ბოლონია

13 მარტი:
კიევო-მილანი, კარპი-ფროზინონე, ფიორენტინა-ვერონა, უდინეზე-რომა, ჯენოა-ტორინო, ლაციო-ატალანტა, პალერმო-ნაპოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მილანს ევროპა ლიგა გარანტირებული აქვს როგორც თასის ფინალისტს.
gaioz
15:31 07-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული