დომენიკო ბერარდი "მილანში" ერთი პირობით გადავა

AutoSharing Option
იტალიური "სასუოლოს" ფორვარდმა დომენიკო ბერარდიმ კარიერა, შესაძლოა, "მილანში" გააგრძელოს.

ინფორმაციას ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, 21 წლის ფორვარდი "მილანში" იმ შემთხვევაში გადაბარგდება, თუ მილანელები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამჟამად "სასუოლოს" მწვრთნელ ეუსებიო დი ფრანჩესკოს დანიშნავენ.

შეგახსენებთ, რომ "მილანის" ხელმძღვანელობა სინიშა მიხაილოვიჩის მუშაობით უკმაყოფილოა და სწორედ ეუსებიოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული