მასიმილიანო ალეგრის "ოქროს სკამი" გადასცეს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავკაც მასიმილიანო ალეგრის იტალიის 2014/15 წლების საუკეთესო მწვრთნელის ტიტული "ოქროს სკამი" გადასცეს.

ალეგრიმ გამოკითხვაში სტეფანო პიოლისა და მაურიციო სარის გაასწრო.

გასულ სეზონში ალეგრიმ "იუვენტუსს" ჩემპიონატი, თასი და ქვეყნის სუპერთასი მოაგებინა, "ბებერმა ქალბატონმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

საზეიმო ღონისძიებაზე მან განაცხადა, რომ 100%-ით დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონშიც "იუვენტუსს" გაწვრთნის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული