რობერტო მანჩინის რუსეთში უხმობენ

AutoSharing Option
თუ "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, რისი ალბათობაც საკმაოდ დიდია, სავარაუდოდ, რობერტო მანჩინის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება მოუწევს.

ამის შესახებ იტალიურ სპორტულ პრესაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, "გაძეტა დელო სპორტმა" კი მისი სავარაუდო შემცვლელები დაასახელა და რამდენიმე სპეციალისტი გამოჰყო, მათ შორის - ვინჩენცო მონტელა, მარსელო ბიელსა და ფრანკ დე ბური.

თავად მანჩინის რუსეთიდან მიუღია შეთავაზებები და თანაც არაერთი - ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, 51 წლის სპეციალისტის სამსახურით მოსკოვის ცსკა და სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" არიან დაინტერესებულნი.

ისიც კი ითქვა, რომ მანჩინის
მიწვევაზე სერიოზულად ფიქრობენ რუსეთის ეროვნულ ნაკრებში, სადაც ამჟამად ლეონიდ სლუცკი მუშაობს, რომელიც პარალელურად ცსკა-ს თავკაცია და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არჩევანის გაკეთება მოუწევს. თავად მანჩინიმ მოკლე კომენტარი გააკეთა და არ უარყო, რომ რუსეთიდან მას შეეხმიანნენ:

"დღეს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ვარ და არსად წასვლაზე არ ვფიქრობ, თუმცა ვადასტურებ, რომ რუსეთიდან დამირეკეს და იყო ჩვენ შორის კონტაქტი.

არის ინტერესი, მაგრამ ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩემი მიზანი "ინტერთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება და მილანურ გრანდში რაც შეიძლება დიდხანს დარჩენაა. კლუბის მესვეურები სრულ ნდობას მიცხადებენ და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული