სერია A. XXX ტურის წინ: მილანურ-რომაული გარჩევები

AutoSharing Option
სერია A-ს 30-ე ტური ბევრ საინტერესოს გვპირდება და ამ უქმეებზე, იტალიური ფეხბურთის მოყვარულებს მოსაწყენად ნამდვილად არ ეცლებათ. "სან სიროზე" "მილანი""ლაციოს" უმასპინძლებს, ტურინში დერბია, მარადიულ ქალაქში კი "რომა" ინტერს" დაუხვდება.

ბრძოლა სამეულისთვის
მიუხედავად იმისა, რომ არც "რომას" და მით უმეტეს, არც "ინტერს" სკუდეტოს მოპოვების რეალური შანსი არ აქვთ, მათი ჯახი მაინც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. სასწორზე ჩემპიონთა ლიგის საგზური დევს და "სტადიო ოლიმპიკოზე" წესით დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

თუ "რომამ" იმარჯვა, ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს მთელი 9 ქულით გაუსწრებს და დიდი ალბათობით, "ინტერს"
ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გარეშე დატოვებს, აი "ნერაძურის" წარმატება კი ვითარებას უკიდურესად გაამწვავებს. მოკლედ, სასწორზე 6 ქულაა და მოედანზე დანდობა არ იქნება.

"რომა" 4-2-3-1 ტაქტიკით გაირჯება და შეტევის წინა ხაზზე გამწესებულ ედინ ჯეკოს სიღრმიდან მოჰამედ სალაჰი, სტეფან ელ შაარავი და დიეგო პეროტი დაეხმარებიან. ტრადიციულად, ორი საყრდენიდან ერთი უფრო შეტევაზე იქნება ორიენტირებული მირალემ პიანიჩის სახით და მეორე, უფრო დაცვაზე რაჯა ნაინგოლანის სახით.

რობერტო მანჩინი 4-3-3 ტაქტიკის შეარჩევს და გამომდინარე იქიდან, რომ მაურო იკარდია დაშავებული, ხოლო როდრიგო პალასიო დისკვალიფიცირებული, ცენტრფორვარდად მარტინს ედერს გაამწესებს, ფლანგებიდან კი ბალკანელებს, ივან პერიშიჩს და ადემ ლიაიჩს დაახმარს. წესით, საინტერესო ტაქტიკური დუელი უნდა გაჩაღდეს, რაც ზღვა ემოციებში შეზავდება და იმედია, უარღესად საინტერესო მატჩს ვიხილავთ...

სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-2-3-1): სჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, ზუკანოვიჩი, დინე - პიანიჩი, ნაინგოლანი - სალაჰი, პეროტი, ელ შაარავი - ჯეკო
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო, მირანდა, მურილიო, დამბროზიო - ბროზოვიჩი, მედელი, კონდოგბია - ლიაიჩი, პერიშიჩი, ედერი

ტურინული დერბი
"ბაიერნთან" განცდილი მწარე მარცხისშემდეგ, "იუვენტუსს" ტურინული დერბი უწევს. "ვეკია სენიორა" ლიდერია, მაგრამ "ნაპოლი" კუდზე აზის და წაფორხილების უფლება არ აქვს. არადა, წინ რთული მატჩია და თანაც, უცნობია თუ რა გავლენა იქონია გუნდზე მიუნხენურმა დრამამ.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, მასიმილიანო ალეგრი ამჯერად 3-5-2 ტაქტიკას აირჩევს, შეტევაში კი ალვარო მორატასა და მარიო მანჯუკიჩის ტანდემს გაამწესებს. ისევ ტრავმირებულნი არიან ჯპრჯო კიელინი, კლუდიო მარკიზიო და პაულო დიბალა, რაც "იუვესთვის" დიდი დანაკლისია და ეს "ბაიერთან" ჯახშიც ნათლად გამოჩნდა.

სამაგიეროდ, ჯანლუიჯი ბუფონია მწყობრში და თუ 4 წუთი არ გაუშვებს გოლს, სერია A-ში მშრალი წუთების ყველა დროის რეკორდს დაამხობს.
ტრადიციულად, 3-5-2 სქემით ირჯება "ტორინო", შეტევაში კი ჯამპიერო ვენტურა ჩირო იმობილესა და ანდრეა ბელოტის ტანდემს წყალობს.

წინა ტურში, იმობილემ გოლების გემო გაიხსენა, დუბლი შეასრულა და დერბის წინ, ოპტიმისტურ განწყობაზეა. რომაული მატჩის მსგავსად, ტურინშიც დიდი ვნებათაღელვა იქნება და რა გამოდნება ამ ყველაფრიდან, დრო გვიჩვენებს.

აქვე ვთქვათ, რომ "იუვეს" წაფორხილებას ელოდება "ნაპოლი", რომელიც "ჯენოას" უმასპინძლებს და უდაო ფავორიტად ითვლება.

მაურიციო სარის სხვა საფიქრალი არ აქვს, მხოლოდ სერია A-ზეა კონცენტრირებული და ბუნებრივია, რომ მეტოქეს საუკეთესო შემადგენლობას დაუპირისპირებს გონსალო იგუაინის თამადობით. ერთ-ერთ ვარჯიშზე არგენტინელმა მსუბუქი ტრავმა მიიღო, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, თამაშისთვის სრულად გამოჯანმრთელდება.

გაჭირვებულები
კიდევ ერთი მილანურ-რომაული ჯახი "სან სიროზე" შედგება, თუმცა სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, ეს მატჩი შედარებით ნაკლებ ინტერესს იწვევს. "მილანი" კარგ შემთხვევაში ევროპალიგის საგზურს შეწვდეს, აი "ლაციო" კი ცხრილის შუაგულშია გაჭედილი და ევროსაგზურის მოპოვების თეორიული შანსი შემორჩა.


სინიშა მიხაილოვიჩს პოსტი აქვს შესანარუნებელი და ცდილობს, რომ შეგირდებს მოტივაცია აუმაღლოს. "ლაციოსთან" მატჩს სერბმა გადამწყვეტი უწოდა და შეგირდებს მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდა. მარიო ბალოტელი თადარიგში დარჩება, კარლოს ბაკას კი შეტევაში ჟერემი მენეზი შეუწყვილდება.

"ლაციოსთვის" პრიორიტეტი ევროპალიგაა, თუმცა ქულების აკრეფვას რომაელები სერია A-შიც შეეცდეებიან. მიროსლავ კლოზემ გოლების გემო გაიხსენა, მაგრამ "გაძეტას" პროგნოზით, ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი მაინც ფილიპ ჯორჯევიჩი იქნება. ვნახოთ, რით დასრულ;დება მილანური მატჩი და მთლიანად, 30-ე ტურის ბატალიები...

შაბათი. 19 მარტი
ემპოლი-პალერმო 21.00
დისკვალიფიკაცია: ჩოჩევი (პალერმო)
ტრავმა: კოშიჩი - ლაზაარი, გოლდანიგა
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +7=3-3, (20-12)

რომა-ინტერი 23.45
დისკვალიფიკაცია: პალასიო (ინტერი)
ტრავმა: კაპრადოსი, პონჩე, გომბერი, რუდიგერი - იოვეტიჩი, მანა, იკარდი
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 63 თამაში: +18=18-27, (93-106)

კვირა. 20 მარტი
ატალანტა-ბოლონია 15.30
დისკვალიფიკაცია: ტოლოი (ატალანტა)
ტრავმა: კარმონა - მუნიერი, დესტრო
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +9=9-7, (34-32)

ფროზინონე-ფიორენტინა 18.00
დისკვალიფიკაცია: როზი (ფროზინონე)
ტრავმა: ტონევი, რუსო - ბენალუანი, ტომოვიჩი, ვესინო
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (1-4)

ვერონა-კარპი 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვივიანი, სუპრაიენი, მორასი, რომულო, გომესი - ფედელე, გნაორე, მარტინიო, ვერდი, საბელი, მბაკოგუ, დაპრელა
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=1-0, (0-0)

სამპდორია-კიევო 18.00
დისკვალიფიკაცია: დაინელი (კიევო)
ტრავმა: კარბონერო - გამბერინი, ინგლეზე, ისკო
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +12=11-4, (34-22)

სასუოლო-უდინეზე 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლარიბი, მისიროლი, კანავარო - მერკელი, გილიერმე
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +1=2-2, (3-4)

ტორინო-იუვენტუსი 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გაცი, აველარი - კასერესი, კიელინი, მარკიზიო, დიბალა
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +3=5-16, (20-47)

ნაპოლი-ჯენოა 21.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პავოლეტი, მუნიოსი (ჯენოა)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +13=12-8, (47-39)

მილანი-ლაციო 23.45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ელი, ნიანგი, მონტოლივო, დონარუმა, კუცკა - დე ვრი, ბასტა, კონკო, რადუ, ბიშევაჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 თამაში: +22=19-8, (73-50)

ბომბარდირები: 27 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 13 - კარლოს ბაკა (მილანი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია); 11 - მასიმო მაკარონე (ემპოლი), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა); 10 - ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაციო დაემშვიდობა ევროპალიგას
irakli
12:51 19-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული