როგორც Sport Mediaset-ი იტყობინება, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა, 34 წლის შვედ ფეხბურთელს წელიწადში 10 მილიონი ევრო უხადოს. გარდა ამისა, შვედი ბონუსის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ზლატანს პარიზელებთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. ფეხბურთელის განცხადებით, ის კლუბში დარჩენას არ აპირებს.