ზლატან იბრაჰიმოვიჩს იტალიაში კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

AutoSharing Option
იტალიურმა "ნაპოლიმ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა, ფრანგული პსჟ-ის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეიძინოს.

როგორც Sport Mediaset-ი იტყობინება, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა, 34 წლის შვედ ფეხბურთელს წელიწადში 10 მილიონი ევრო უხადოს. გარდა ამისა, შვედი ბონუსის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ზლატანს პარიზელებთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. ფეხბურთელის განცხადებით, ის კლუბში დარჩენას არ აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული