ანტონიო კონტეს "ძველი ცოდვები" გაუხსენეს და 6-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელიც ზაფხულში ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი უნდა გახდეს, შესაძლოა, 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. ამის მიზეზი კი გარიგებულ მატჩებში სპეციალისტის სავარაუდო მონაწილეობაა.

ინფორმაციას ამის შესახებ Goal-ი პროკურორზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, 2010/11 წლების სეზონში კონტემ, რომელიც იმ დროს "სიენას" მთავარი მწვრთნელი იყო, დამალა ინფორმაცია რამდენიმე გარიგებული მატჩის შესახებ, რომლებშიც მისი გუნდი მონაწილეობდა. "სიენას" სერია A-ს საგზური განაღდებული, ხოლო სატურნირო მოტივაცია დაკარგული ჰქონდა.

კონტემ ამ საქმეზე 4-თვიანი დისკვალიფიკაცია უწინ უკვე მოიხადა, მაგრამ პროკურორი ახალ სასჯელს ითხოვს
- თავისუფლების პირობითად აღკვეთას ექვსი თვით, რა პერიოდშიც სპეციალისტი თავის საქმიანობას ჩამოშორებული იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული