კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა სპეციალისტის მუშაობით. "პალერმომ" ნოველინოს ხელმძღვანელობით მხოლოდ ერთი ქულა აიღო ოთხ შეხვედრაში. ბოლოს კი რომის "ლაციოსთან" ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
იტალიურ პრესაში ვრცელდება ცნობები, რომ კლუბში შესაძლოა დავიდე ბალარდინი დააბრუნონ, რომელიც გუნდს მიმდინარე სეზონის ნოემბრიდან იანვრამდე უკვე წვრთნიდა.
გამომდინარე აქედან, "პალერმომ" შესაძლოა მეცხრედ შეცვალოს მწვრთნელი მიმდინარე სეზონში.
მომზადებულია Football-italia.net-ის მიხედვით