ტურინის "იუვენტუსი" ზაფხულში ან მარიო მანჯუკიჩს შეელევა, ან - ალვარო მორატას

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის ერთ-ერთ ძირითად თავდამსხმელს შეელევა - მარიო მანჯუკიჩს და ალვარო მორატას. ამის შესახებ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.

მანჯუკიჩის გადაბირებით "ტოტენჰემია" დაინტერესებული, რომელიც ხორვატის სანაცვლოდ 20-25 მლნ ევროს გადახდას აპირებს.

რაც შეეხება მორატას, ამ ესპანელი ფეხბურთელის უკან დაბრუნების უფლება მადრიდის "რეალს" 30 მლნ ევროდ აქვს. თუკი მადრიდელები ამ თანხას გადაიხდიან, ტურინელები მის ნაცვლად პსჟ-იდან ედინსონ კავანის მიიწვევენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული