როგორც იტალიური Calciomercato იტყობინება, "ლივერპულს" ბალოტელის კლუბში დაბრუნება არ სურს. ამიტომ ბალოტელის და მისი აგენტის პრიორიტეტი "მილანში" დარჩენაა.
ფეხბურთელის აგენტი უკვე შეხვდა გუნდის წარმომადგენლებს და იჯარის 1 წლით გახანგრძლივება სთხოვა. დიდი ალბათობით, მილანელები ამ თხოვნას შეასრულებენ და ბალოტელის კიდევ 1 წლით შეინარჩუნებენ.