"ნაპოლიმ" ასეთი ანგარიშით 1987 წლის მერე პირველად მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
19 აპრილს, იტალიის სერია A-ს 34-ე ტურის მატჩში "ნაპოლიმ" "ბოლონიას" უმასპინძლა და ანგარიშით 6:0 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებს მსგავსი ანგარიშით სერია A-ში 1987 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ არ გაუმარჯვიათ. მაშინ "ნაპოლიმ" 6 უპასუხო გოლი "პესკარას" გაუტანა.

"ბოლონიასთან" მატჩში ჰეთ თრიკის შესრულება დრის მერტენსმა შეძლო, მანოლო გაბიადინიმ დუბლი შეასრულა. ბოლო გოლი დავიდ ლოპესმა შეაგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნაპოლი-ბოლონია 6:0
გოლები: 1:0 გაბიადინი (10), 2:0 გაბიადინი (35-პენ.), 3:0 მერტენსი (58), 4:0 მერტენსი (80), 5:0 მერტენსი (88), 6:0 დავიდ ლოპესი (90)
ნაპოლი (4
-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (81. დავიდ ლოპესი) - მერტენსი, კალეხონი (77. ელ ქადური), გაბიადინი (73. ინსინიე)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - მბაიე, ოიკონომუ, როსეტინი, კონსტანტი - ბრიგი, დიავარა (83. დონსა), ტაიდერი - ცუნიგა, ჯაკერინი (60. მუნიერი), აკვაფრესკა (60. ფლოკარი)
გაფრთხილება: ალბიოლი - მბაიე, დიავარა
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 16-2 (13-0); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 45 000
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული