სილვიო ბერლუსკონი "მილანის" გაყიდვაზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
როგორც იტალიური "მილანის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, შესაძლოა, გუნდი გაყიდოს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება.

"მსურს "მილანის" გაყიდვა, მაგრამ ეს ყველაფერი ისე უნდა გავაკეთო, რომ კლუბი კარგ და საიმედო ხელში აღმოჩნდეს.

"მილანს" მხოლოდ იმ შემთხვევაში გავყიდი, თუ მექნება გარანტია, რომ კლუბი თავისი დიდებული ისტორიის წერას გააგრძელებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანური კლუბის შეძენა ჩინელ მილიარდერ რობინ ლის სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული