იტალიური "რომას" ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო ზაფხულში, დიდი ალბათობით, კლუბს დატოვებს. სავარაუდოდ, 30 წლის ფორვარდი, რომელიც ვერა და ვერ მოერგო რომაულ კლუბს, ჩინეთში გაემგზავრება.
როგორც Corriere dello Sport-ი იტყობინება, ჯეკოს შემცვლელად რომაელები "მონაკოს" ფორვარდ რადამელ ფალკაოს განიხილავენ, რომელიც იჯარის წესით ლონდონის "ჩელსიში" ასპარეზობს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 შეხვედრაში ფალკაოს ანგარიშზე ერთი გოლია.