სერია A. XXXV ტური: "იუვე", ჩემპიონობამდე ქულა ან "ნაპოლის" წაფორხილება [VIDEO]

AutoSharing Option
* "ინტერის" და "უდინეზეს" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ერთი იტალიელიც არ ყოფილა.
* "ბოლონიამ" 14 თებერვლის შემდეგ პირველად მოიგო
* თუ დღეს "ნაპოლი" "რომას" ვერ მოუგებს, "იუვენტუსი" ზედიზედ მეხუთედ გახდება ჩემპიონი

35-ე ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება, სადაც "რომა "ნაპოლის" უმასპინძლებს. ეს იქნება მატჩი 6 ქულისთვის, რადგან ორივე გუნდს ჩემპიონატის მეორე ადგილზე დასრულება და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა სურს საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე. დღეს კიდევ ორი მატჩია, დანარჩენი 7 შეხვედრა კი უქმეებზე შედგა.

პირველად სერია A-ს ისტორიაში
პირველად სერია A-ს ისტორიაში, თამაში ისე
დაიწყო, რომ სასტარტო შემადგენლობებში არც ერთი იტალიელი ფეხბურთელი არ იყო. ეს მოხდა მილანში, სადაც "ინტერმა" "უდინეზეს" უმასპინძლა და სძლია მეტოქეს, 3:1.

მოედანზე იყო 6 ბრაზილიელი, 3 ფრანგი, 2 კოლუმბიელი, თითო ხორვატი, ბერძენი, იაპონელი, ჩერნოგორიელი, არგენტინელი, მალელი, შვეიცარიელი, სერბი, განელი, სლოვენიელი და პორტუგალიელი, იტალიელი კი არც "უდინეზეს" ჰყოლია ძირითადში და არც "ინტერს". ამ ფონზე, სულაც არაა გასაკვირი, რომ იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს.

როგორც აღვნიშნეთ, ამ ინტერნაციონალურ შეხვედრაში "ინტერნაციონალემ" იმარჯვა და დაიბევა ევროპალიგის საგზური; აი, ჩემპიონთა ლიგის ზონას კი რობერტო მანჩინის შეგირდები ალბათ ვეღარ შეწვდებიან. "ინტერი" აგებდა "უდინეზესთან" - ჯერ კიდევ მე-9 წუთზე, სირილ ტერომ შესანიშნავი პასი მიიღო და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი სამირ ჰანდანოვიჩის კარის ჩარჩოში.

თამაში ორმხრივ იერიშებში გაგრძელდა - სტუმრები მწარედ იჩხვლიტებოდნენ და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, კიდევ ორი-სამი გოლის გატანა შეეძლოთ.

თუმცა, გოლები "ინტერმა" შეყარა, მატჩის გმირი კი სტევან იოვეტიჩი გახდა - ჩერნოგორიელი საჭირო მომენტში, საჭირო პოზიციას არჩევდა და სწორედ ასე შეასრულა დუბლი, მესამე გოლი კი შეცვლაზე შესულმა მარტინს ედერმა შეაგდო, რომელმაც ერთი მეტოქე ბრძოლაში ჩამოიცილა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა აღარ გასჭირვებია.

მატჩის შემდეგ რობერტო მანჩინი კმაყოფილი იყო შეგირდთა გარჯით, სტევან იოვეტიჩი კი ყველასგან გამოარჩია: "კარგი საღამო იყო, რომელმაც გვაჩვენა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. "უდინეზე" სახიფათოდ გვიტევდა, მაგრამ მთლიანობაში, მაინც ვაჯობეთ მეტოქეს და დამსახურებულად მოვიგეთ.

სტევან იოვეტიჩმა შესანიშნავად ითამაშა და მჯერა, რომ მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია. ვფიქრობ, მომდევნო სეზონში, იოვეტიჩზე მეტ გოლს მხოლოდ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო გაიტანენ. დაგვრჩა თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი? - მოდით, დაველოდოთ სეზონის ფინიშს და ყველაფერი გამოჩნდება".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სასუოლო" "მილანს" უტევს
"ლაციომ" "სამპდორიასთან" წააგო და საბოლოოდ გადაიწურა ევროპალიგაზე მოხვედრის იმედი. უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო სეზონში რომაული გუნდი იტალიური ბატალიებით შემოიფარგლება.

პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ ევროპალიგის სამი საგზურიდან ერთი "ფიორენტინას" დარჩება და ერთიც "ინტერს", მესამე საგზურისთვის კი "მილანი" და "სასუოლო" იბრძვიან.

"როსონერის" ევროსაგზურის მოპოვება იტალიის თასის მოგებით შეუძლია, მაგრამ თუ ფინალში კრისტიან ბროკის გუნდი "იუვენტუსთან" დამარცხდა, რისი ალბათობაც მაღალია, მაშინ ევროპალიგაზე სერია A-ს მე-6 გუნდი გავა. ამ პოზიციაზე ჯერჯერობით "მილანია", მაგრამ გასულ უქმეებზე "სასუოლომ" "ტორინოს" გასვლაზე სძლია და "როსონერის" 2 ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა. დღეს "მილანი" "ვერონას" ესტუმრება და აუცილებლად უნდა მოიგოს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარება უკიდურესად დაიძაბება.

ნებისმიერ შემთხვევაში, "სასუოლო" ქებას იმსახურებს - ზაფხულში გუნდმა მთავარი ფორვარდი, სიმონე ძაძა დაკარგა, მაგრამ დასუსტების მაგივრად, თითქოს კიდევ უფრო გაძლიერდა და ევროსაგზურისთვის ბრძოლა ამის ნათელი მაგალითია. ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდები შესანიშნავ სეზონს ატარებენ და იმსახურებენ კიდეც ისტორიული მიზნის მიღწევას...

ერთიც და, "იუვე" ჩემპიონია
ერთი ქულაც (ეს იმ შემთხვევაში, თუ "ნაპოლი" დღეს ვერ მოიგებს) და "იუვენტუსი" მორიგ სკუდეტოს მოიგებს. თქმა არ სჭირდება, რომ "იუვენტუსი" ამ ერთ ქულას აიღებს და მიჯრით მეხუთედ გააბედნიერებს გულშემატკივრებს.

"იუვე" დღეს უძლიერესია იტალიაში და ფლორენციაში გამართულმა მატჩმა ეს კიდევ ერთხელ დაგვანახვა - ტურინულმა გრანდმა მოიგო ის თამაში, რომელშიც მეტოქე ფლობდა უპირატესობას და ეს სტატისტიკური მონაცემებიდან კარგად ჩანს. დიახ, უფრო ხშირად უტევდა "ფიორენტინა", მომენტიც მეტი შექმნა, მაგრამ მოიგო "იუვემ", მოიგო ჩემპიონმა.

მატჩის უკანასკნელი წუთი მიმდინარეობდა, როდესაც "იუვენტუსის" კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა - ბურთთან ნიკოლა კალინიჩი მივიდა, დუბლი უნდა შეესრულებინა და ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გენიალური მეკარეა - ხორვატსაც აუღო და შემდეგ დამატებაზეც ივარგა. ბუფონი იმსახურებს სკუდეტოს, "იუვე" იმსახურებს სკუდეტოს. 
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXXV ტური
23 აპრილი
ინტერი-უდინეზე 3:1
გოლები: 0:1 ტერო (9), 1:1 იოვეტიჩი (36), 2:1 იოვეტიჩი (75), 3:1 ედერი (90)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო, მურილიო, მირანდა, ჟუანი (64. პერიცა) - კონდოგბია, მელო - ბროზოვიჩი, იოვეტიჩი, ბიაბიანი (85. დალესანდრო) - იკარდი (80. ედერი)
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ფელიპე (81. მატოსი), დანილო, ვაგუე - ვიდმერი, კუზმანოვიჩი, ბადუ, ფერნანდესი (85. ალფრედსონი), ედენილსონი (76. პასკუალე) - საპატა, ტერო
გაფრთხილება: კონდოგბია, იოვეტიჩი, პერიცა - დანილო, საპატა
კუთხური: 14-6; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18-11 (10-6); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 44 000

24 აპრილი
ფროზინონე-პალერმო 0:2
გოლები: 0:1 ჯილარდინო (56), 0:2 ტრაიკოვსკი (90)
ფროზინონე (4-3-3): ლეალი - როზი, რუსო (84. ლონგო), ბლანკარდი, პავლოვიჩი (69. დიონისი) - გუჩერი (74. ტონევი), გორი, კრაგლი - პაგანინი, სოდიმო, დ. ჩოფანი
პალერმო (3-4-1-2): სორენტინო - ციონეკი, გონსალესი, ანდელკოვიჩი - რისპოლი, ჰილემარკი, მარესკა, მორგანელა - ვასკესი (77. მატო) - კუაიზონი (62. ტრაიკოვსკი), ჯილარდინო (90. ჩოჩევი)
გაფრთხილება: როზი, ბლანკარდი, სოდიმო - ციონეკი, გონსალესი, მარესკა
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 9-5 (3-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 10 000

ატალანტა-კიევო 1:0
გოლი: 1:0 ბორიელო (55)
ატალანტა (4-2-3-1): სპორტიელო - მაზიელო, პალეტა (29. სტენდარდო - 37. კერუბინი), ტოლოი, ბრივიო - დე რუნი, ჩიგარინი - კურტიჩი, დიამანტი (83. კონტი), გომესი - ბორიელო
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - კაჩატორე, სპოლი, გამბერინი, გობი - კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი - ბირსა (72. პეპე) - ფლორო ფლორესი (55. პელისიერი), მეჯორინი (66. ინგლეზე)
გაფრთხილება: პალეტა, კურტიჩი, სტენდარდო - სპოლი, ჰეტემაი
გაძევება: გომესი (75. ატალანტა)
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 12-7 (9-3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 16 000

ბოლონია-ჯენოა 2:0
გოლები: 1:0 ჯაკერინი (11), 2:0 ფლოკარი (63)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - როსეტინი, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა (88. ფერარი) - ბრიგი, ბრიენცა, ტაიდერი - რიცო (59. ცუნიგა), ჯაკერინი (81. კონსტანტი), ფლოკარი
ჯენოა (3-5-2): ლამანა - დე მაიო, მუნიოსი, იძო - ანსალდი (72. ფლამოცი), ნიჩამი, რინკონი, სილვა, ლაქსალტი (58. კაპელი) - მატავცი (46. სუსო), პავოლეტი
გაფრთხილება: როსეტინი - მუნიოსი, რინკონი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 10-4 (7-3); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 19 000

სამპდორია-ლაციო 2:1
გოლები: 0:1 ჯორჯევიჩი (3), 1:1 ფერნანდო (20), 2:1 დიაკიტე (78)
სამპდორია (3-5-2): ვივიანო - დიაკიტე, სილვესტრი, კასანი - დე სილვესტრი, ფერნანდო, ბარეტო, კრსტიჩიჩი (74. სორიანო), დოდო (90. შკრინიარი) - მურიელი (66. კორეა), კვალიარელა
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, ჯენტილეტი, ჰოედტი (46. მაურისიო), კონკო (83. მორისონი) - ონაზი, ბილია, ლულიჩი - კანდრევა (64. ანდერსონი), კეიტა, ჯორჯევიჩი
გაფრთხილება: დოდო, შკრინიარი - კონკო, ჯენტილეტი, ჰოედტი, კანდრევა, კეიტა, მაურისიო
კუთხური: 4-12; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 11-14 (7-4); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 21 000

ტორინო-სასუოლო 1:3
გოლები: 0:1 სანსონე (2), 1:1 პერესი (7), 1:2 პელუზო (75), 1:3 ტროტა (90)
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - პერესი, ბაზელი (71. ბენასი), გაცი, ასკუა (72. ფარნერუდი), სილვა (82. მაქსი ლოპესი) - მარტინესი, ბელოტი
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო - პელეგრინი, მანიანელი, დანკანი - სანსონე (70. პოლიტანო), ბერარდი (90. ლონგი), ფალჩინელი (86. ტროტა)
გაფრთხილება: მორეტი, გაცი - პელუზო
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 17-7; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12-10 (4-5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 18 000

ფიორენტინა-იუვენტუსი 1:2
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (39), 1:1 კალინიჩი (81), 1:2 მორატა (83)
ფიორენტინა (4-2-3-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, ასტორი, ალონსო - ბორხა ვალერო, ბადელი (88. რონკალია) - ტელიო (62. ფერნანდესი), ილიჩიჩი (53. სარატე), ბერნარდესკი - კალინიჩი
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, რუგანი - ლიხტშტაინერი (88. კუადრადო), ხედირა, ლემინა, პოგბა (84. ასამოა), ევრა - დიბალა (70. მორატა), მანჯუკიჩი
გაფრთხილება: გონსალო - რუგანი, მორატა, კუადრადო
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 15-5 (9-2); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 28 000

25 აპრილი
რომა-ნაპოლი 17:00
ვერონა-მილანი 19:00
კარპი-ემპოლი 21:00

ბომბარდირები: 30 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 16 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 15 - კარლოს ბაკა (მილანი); 13 - იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა)

მომდევნო ტური
30 აპრილი:
უდინეზე-ტორინო, კიევო-ფიორენტინა

1-ლი მაისი:
იუვენტუსი-კარპი, ემპოლი-ბოლონია, მილანი-ფროზინონე, სასუოლო-ვერონა, პალერმო-სამპდორია, ლაციო-ინტერი

2 მაისი:
ჯენოა-რომა, ნაპოლი-ატალანტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული