სერია A. XXXV ტურის ფაქტები და სტატისტიკა: 34-ე თუ 32-ე?

AutoSharing Option
* "იუვენტუსი" სერია A-ს ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც სკუდეტო ზედიზედ 5-ჯერ მეორედ მოიგო.

* მარკ ვან ბომელის შემდეგ სამი ხედირა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გერმანიის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატების მოგება შეძლო.

* ბოლო 10 წლის განმავლობაში "იუვე" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სერია A იმის მიუხედავად მოიგო, რომ პირველი წრის მერე მის სათავეში არ იყო.

* სერია A-ს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ჩემპიონი გახდა კლუბი, რომელმაც საწყისი 10 მატჩიდან 4 წააგო.

* ყველა ტურნირს თუ ჩავთვით, მარეკ ჰამშიკმა "ნაპოლის" ღირსება
"რომასთან" შეხვედრაში მე-400 მატჩში დაიცვა.

* მაურიციო სარის მოსვლის მერე პირველად მოხდა ისე, რომ ლორენცო ინსინიე ზედიზედ ორ მატჩში ვერ მოხვდა "ნაპოლის" ძირითად შემადგენლობაში.

* "რომას" და "ნაპოლის" სერია A-ში ყველაზე მეტი გოლი აქვთ საჯარიმოს გარედან დარტყმებით გატანილი - რომაელებს - 16, ხოლო "ვეზუვიანის" - 15.

* ჯანლუიჯი ბუფონმა "ფიორენტინასთანაც" გაიბრწყინა, პენალტი მოიგერია. მისი "სეივების" პროცენტული მაჩვენებელი 2016 წელს სერია A-ში ყველაზე მაღალია - 91,3%.

* "იუვემ" ფლორენციელების კარისკენ მხოლოდ 6-ჯერ დაარტყა, რაც ტურინელთათვის ამ სეზონში ყველაზე მოკრძალებული მაჩვენებელია. ზუსტი აქედან 3 იყო, ორჯერ "ბებერმა ქალბატონმა" გაიტანა და იმარჯვა კიდეც.

* დანიელე რუგანიმ კარიერაში თავისი პირველი ყვითელი ბარათი მიიღო (53-ე შეხვედრაში).

* "იუვენტუსის" ბოლო 13 გოლისას 6 შემთხვევაში ასისტენტი პოლ პოგბა გახლდათ. დარჩენილი 7-დან 2 თავად ფრანგმა შეაგდო. პოგბა ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც 10 და მეტი საგოლე პასი უგროვდება სეზონში.

* "სასუოლომ" 52 ქულას მოუყარა თავი, რაც საკლუბო რეკორდია.

* 2010 წლის აპრილის მერე მარკო ბორიელომ პირველად შეძლო ჩემპიონატის მიყოლებით 3 თამაშში გატანა.

* სერია A-ს ისტორიაში პირველად, "ინტერისა" და "უდინეზეს" შეხვედრაში დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც იტალიის ჩემპიონატის მატჩის დაწყებისას ძირითად შემადგენლობაში არც ერთი იტალიელი ფეხბურთელი არ იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული