სიახლე იტალიის ჩემპიონატში: კომენტარს მსაჯებიც გააკეთებენ

AutoSharing Option
2016/17 წლების სეზონიდან, სერია A-ში საინტერესო სიახლე დაინერგება. თითოეული მატჩის შემდეგ, მწვრთნელების მსგავსად, მედიისთვის კომენტარს მსაჯიც გააკეთებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ცნობილმა იტალიელმა არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ ამცნო:

"მატჩების შემდეგ ყველაზე ხშირად მსაჯებზე საუბრობენ და არა თვითონ თამაშების პერიპეტიებზე. მუდმივად გვაკრიტიკებენ და ჩვენ დასჯას ითხოვენ. ჩვენ აკრძალული გვაქვს მედიასთან კონტაქტი და იძულებულნი ვართ, რომ საქმე ჩუმად ვაკეთოთ და ლანძღვა უსიტყვოდ მივიღოთ.

2016/17 წლების სეზონიდან, თამაშების შემდეგ კომენტარს მსაჯებიც გააკეთებენ და იტყვიან იმას, რისი თქმის სურვილიც ექნებათ. ვფიქრობ, ეს ძალიან სწორი და აუცილებელი
ნაბიჯია. ხშირად უკვირთ, თუ რატომ გავაძევეთ მოთამაშე ან რატომ მივიღეთ ესა თუ ის გადაწყვეტილება - მსაჯები მალე ალაპარაკდებიან და პასუხგაუცემელი კითხვა აღარ დარჩება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული