ლუკა ტონიმ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა

AutoSharing Option
"ვერონას" თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ სეზონის ბოლოს ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

"ფეხბურთში მრავალი წელი გავატარე. ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ კვირას ბოლო თამაშს ჩავატარებ პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში. ცოტა არ იყოს, ვნერვიულობ, ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო. მე ვასრულებ კარიერას და ამრიგად, ჩემი ბოლო თამაში "იუვენტუსთან" გაიმართება", - აქვეყნებს ტონის ნათქვამს Football Italia.

ტონის, რომელსაც მაისის ბოლოს 39 წელი უსრულდება, შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა. იტალიის ნაკრებთან ერთად ის 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. თავდამსხმელმა მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად 2007/08 წლების სეზონში ბუნდესლიგის ჩემპიონობაც
იზეიმა და ქვეყნის თასიც მოიგო. 2006 წელს იტალიაში ის წლის ფეხბურთელად დაასახელეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული