მილანის "ინტერმა" უმოტივაციო შეხვედრაში 2:1 მოუგო ქართველთა "ემპოლის". გოლებით თავი მაურო იკარდიმ და ივან პერიშიჩმა გამოიჩინეს.
ლევან მჭედლიძეს, მოგეხსენებათ, დისკვალიფიკაცია აქვს, ხოლო რომან ჭანტურია კარიერაში მესამედ იჯდა სათადარიგოთა სკამზე, თუმცა მისი დებიუტი არ შედგა.
რობერტო მანჩინი (ინტერი): "ეს სეზონი "ინტერისთვის" საუკეთესო იყო ბოლო ხუთ სეზონში. ვფიქრობ, მეოთხე ადგილი დამსახურებულია, არადა, სეზონი უკეთ დავიწყეთ. აუცილებლად გავძლიერდებით და უკეთ ვითამაშებთ".
"მილანმა" სტუმრად "ბოლონია" დაამარცხა - 1:0. ერთადერთი გოლი კარლოს ბაკამ
შაბათი. 7 მაისი
ინტერი-ემპოლი 2:1
გოლები: 1:0 იკარდი (12), 1:1 პუჩარელი (37), 2:1 პერიშიჩი (40)
ბოლონია-მილანი 0:1
გოლი: 0:1 ბაკა (40-პენ)
გაძევება: ა. დიავარა (12. ბოლონია)
კვირა. 8 მაისი
რომა-კიევო 14:30
სამპდორია-ჯენოა 17:00
კარპი-ლაციო 17:00
ფიორენტინა-პალერმო 17:00
ფროზინონე-სასუოლო 17:00
ატალანტა-უდინეზე 17:00
ვერონა-იუვენტუსი 22:45
ტორინო-ნაპოლი 22:45
1. იუვენტუსი - 88 ქულა; 2. ნაპოლი - 76; 3. რომა - 74; 4. ინტერი - 67; 5. ფიორენტინა - 60.