ანტონიო კონტე გარიგებული მატჩების საქმეში გაამართლეს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელიც გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში იყო ეჭვმიტანილი, გაამართლეს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იუწყება.

სპეციალისტს, რომელიც ევრო 2016-ის შემდეგ ლონდონის "ჩელსის" ჩაიბარებს, ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა. გამოძიება ეჭვობდა, რომ 2010/11 წლების სეზონში კონტემ, რომელიც მაშინ "სიენას" წვრთნიდა, რამდენიმე გარიგებული თამაშის შესახებ იცოდა და ინფორმაცია დამალა. საუბარია მატჩებზე, უმოტივაციო "სიენას" მონაწილეობით.

ცნობისთვის, გარიგებულ თამაშებთან კავშირის გამო ანტონიო კონტეს ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია უკვე მოხდილი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა დაუჯდა?? :)
ვაა :O
05:05 17-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული