სპეციალისტს, რომელიც ევრო 2016-ის შემდეგ ლონდონის "ჩელსის" ჩაიბარებს, ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა. გამოძიება ეჭვობდა, რომ 2010/11 წლების სეზონში კონტემ, რომელიც მაშინ "სიენას" წვრთნიდა, რამდენიმე გარიგებული თამაშის შესახებ იცოდა და ინფორმაცია დამალა. საუბარია მატჩებზე, უმოტივაციო "სიენას" მონაწილეობით.
ცნობისთვის, გარიგებულ თამაშებთან კავშირის გამო ანტონიო კონტეს ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია უკვე მოხდილი აქვს.