27 წლის არგენტინელ ნახევარმცველს "სევილიასთან" კონტრაქტი უმთავრდება და "ინტერში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
ხელშეკრულების დეტალები უცნობია, თუმცა ის კი გაცხადდა, რომ ბანეგა სწორედ იტალიაში გააგრძელებს კარიერას.
არგენტინელმა ნახევარმცველმა "სევილიაში" ორი წელი დაჰყო, 59 მატჩი გამართა და 8 გოლი გაიტანა. ბანეგა არგენტინის ეროვნული ნაკრების წევრია და ქვეყნის მთავარ გუნდში 40 მატჩი აქვს ჩატარებული.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"