ევერ ბანეგა მილანის "ინტერში" ითამაშებს

AutoSharing Option
ჟურნალისტებთან საუბარში, "ინტერის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან მის გუნდში ევერ ბანეგა იასპარეზებს.

27 წლის არგენტინელ ნახევარმცველს "სევილიასთან" კონტრაქტი უმთავრდება და "ინტერში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

ხელშეკრულების დეტალები უცნობია, თუმცა ის კი გაცხადდა, რომ ბანეგა სწორედ იტალიაში გააგრძელებს კარიერას.

არგენტინელმა ნახევარმცველმა "სევილიაში" ორი წელი დაჰყო, 59 მატჩი გამართა და 8 გოლი გაიტანა. ბანეგა არგენტინის ეროვნული ნაკრების წევრია და ქვეყნის მთავარ გუნდში 40 მატჩი აქვს ჩატარებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული