გენუის "სამპდორია": ვინჩენცო მონტელა რჩება

AutoSharing Option
"სამპდორიის" პრეზიდენტი მასიმო ფერერო გუნდის თავკაც ვინჩენცო მონტელას შეხვდა, სადაც გადაწყდა, რომ მომდევნო სეზონში მწვრთნელი არ შეიცვლება.

მოკლედ, მონტელა რჩება გენუაში და შეეცდება, რომ "სამპდორიას" ევროსაგზური მოუტანოს. როგორც ჩანს, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მონტელას კანდიდატურა არ განიხილება - წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინჩენცო პრეზიდენტის შეთავაზებას ასე მალე არ დათანხმდებოდა. ამ თემაზე კომენტარი თვითონ ფერერომ გააკეთა:

"სწრაფად უნდა დავივიწყოთ ეს კოშმარული სეზონი და მომავალს ოპტიმისტურად შევხედოთ. მონტელა შესანიშნავი მწვრთნელია
და მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას.

ვინჩენცოს ვესაუბრე, ჩვენი ხედვები დაემთხვა ერთმანეთს და ის რჩება "სამპდორიის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მონტელა ეროვნულ ნაკრებში? - ამის შესახებ მას არაფერი უთქვამს. გარწმუნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და ამ მხრივ, არაფერი შეიცვლება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული