ევრო 2016. უელსის ნაკრები: კოულმენს გარჯა დაუფასდა

AutoSharing Option
უელსის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა უელსის ნაკრებთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. 45 წლის სპეციალისტს 2-წლიანი ახალი კონტრაქტით აქამდე გაწეული საქმიანობა დაუფასეს.

კოულმენმა უელსი ევროპის 2016 წლის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. ევრო 2016-მდე უელსს დიდი საფეხბურთო ფორუმის ფინალურ ეტაპზე 1958 წლის მერე არ გამოსდიოდა გასვლა. მხარეებს შორის იქამდელი შეთანხმება ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სრულდებოდა.

"ჩვენ უნდა დავაშენოთ იმ საფუძველზე, რომელიც ამ წლებში ჩავყარეთ. ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და მიზნის მიღწევა შეგვიძლია. ამ ნაკრებს დიდი პოტენციალი
აქვს და ჩემთვის პატივია, რომ კიდევ 2 წლით მაინც ვრჩები პოსტზე" - განაცხადა კოულმენმა.

კოულმენი უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2012 წლის იანვრის მერე მუშაობს. მან 20 მატჩიდან 9 მოიგო. მისტერ კრისმა პოსტზე გარი სპიდი ჩაანაცვლა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თავად კოულმენი ყოფილი მცველია, რომელსაც უელსის ნაკრებში 32 მატჩი აქვს ჩატარებული.

"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ სამუშაოთი, რომელიც კრისმა გასწია. იგი ფანტასტიკურად მუშაობს და ამიტომაც სიამოვნებით ვაგრძელებთ მასთან თანამშრომლობას" - თქვა უელსის ფეხბურთის ასოციაციის მმართველმა ჯონათან ფორდმა.

გავიხსენოთ ისიც, რომ ინგლისში გამართული ჩემპიონატის შემდეგ ბრიტანეთს ამდენი წარმომადგენელი დიდი საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არ ჰყოლია. უელსი ჯგუფში სწორედ ინგლისთან, სლოვაკეთთან და რუსეთთან ერთადაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული