ჩეზარე პრანდელი რომის "ლაციოს" უახლოვდება

AutoSharing Option
* რომის "ლაციომ" 54 ქულით მე-8 ადგილზე დაასრულა სეზონი.
* სტეფანო პიოლი აპრილის დასაწყისში მოხსნეს და სეზონი "ლაციოს" სიმონე ინძაგიმ ჩაამთავრებინა.
* ჩეზარე პრანდელი ბოლოს (2014 წ.) "გალათასარაის" წვრთნიდა.

"ლაციოს" მესვეურები მწვრთნელს ეძებენ და კანდიდატებთან მოლაპარაკებებს აწამოებენ. ერთი ხანობა, მთავარ კანდიდატად ჩილეს ნაკრების ყოფილი თავკაცი ხორხე სამპაოლი მიიჩნეოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში, იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცის, ჩეზარე პრანდელის ვარიანტი გამოიკვეთა.

რომაული კლუბის პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო უკვე შეხვდა პრანდელის და თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა. ამ ეტაპზე, რომაელთათვის პრანდელი
ყველაზე სასურველი კანდიდატია და შეთანხმების ალბათობა მაღალია.

ამასობაში, ნამდვილი ტაციაობაა გაჩაღებული "ლაციოს" ლიდერ ანტონიო კანდრევაზე, რომლის გადაბირება არაერთ კლუბს სურს, მათ შორის, მადრიდის "ატლეტიკოს" და მილანის "ინტერს".

29 წლის შემტევის სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა, თუმცა მადრიდელებს იმედი აქვთ, რომ ფეხბურთელს 15 მილიონად გადაიბირებენ. რომაელებმა წინადადება მიიღეს "ინტერის" მესვეურებისგანაც, თუმცა თანხა არ სახელდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული