"ტორინოს" სინიშა მიხაილოვიჩი გაწვრთნის

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, "ტორინოს" მთავარ მწვრთნელად სინიშა მიხაილოვიჩი დაინიშნა. 47 წლის სერბი სპეციალისტი ბოლოს "მილანს" ედგა სათავეში, თუმცა 12 აპრილს გაათავისუფლეს დაკავებული პოსტიდან და მისი ადგილი კრისტიან ბროკიმ დაიკავა. მიხაილოვიჩს ახალი გუნდი დიდხანს არ უძებნია და საგულისხმოა, რომ ის რჩება იტალიურ ფეხბურთში.

"ტორინოს" მესვეურებმა უკვე წარადგინეს ახალი მწვრთნელი და ისიც თქვეს, რომ სინიშასთან 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ჯერჯერობით, კონტრაქტის სხვა დეტალები უცნობია. მიხაილოვიჩამდე "ტორინოს" ჯამპიერო ვენტურა წვრთნიდა და თანაც, მთელი 5 წელი.

ტურინული გრანდის მესვეურებმა განაცხადეს, რომ ვენტურასთან ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების
საფუძველზე გაწყდა. 68 წლის სპეციალისტი იტალიის ნაკრებში დანიშვნის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული