La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, შვედს გული "მილანისკენ" მიუწევს. მისი აგენტი მინო რაიოლა "მილანის" ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის უკვე შეხვდა და ფორვარდის შესაძლო ტრანსფერი განიხილა. წყაროს ცნობით, "მილანში" დაბრუნების სანაცვლოდ იბრაჰიმოვიჩი მზადაა ხელფასი 6 მილიონ ევროთი შეიმციროს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ზლატანის შეძენა "მანჩეტერ იუნაიტედს" სურს.