"მილანი": ზაფხულში მთავარი სამიზნე დანიელ აგერია

AutoSharing Option
იტალიური "მილანი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დანიური "ბრონდბის" მცველის, დანიელ აგერის შეძენას ეცდება.

ინფორმაციას ამის შესახებ Tuttosport-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, "მილანელები" ზაფხულში დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებენ, უპირველესი სამიზნე კი სწორედ აგერია. დანიელით, ასევე, თურქული "ფენერბაჰჩე" ინტერესდება. შეგახსენებთ, რომ აგერი "ლივერპულის" ღირსებას 8 წლის მანძილზე იცავდა, რის შემდეგაც 2014 წელს მშობლიურ კლუბ "ბრონდბის" დაუბრუნდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მახსოვს ოქტომბერში გააბითურა მათე ვაწაძემ ძალიან მაგრად დანიელ აგერი,ორჰუსი-ბრონდბის შეხვედრაში.დუბლი შეასრულა ვაწაძემ და ორივე გოლის დროს აგერი შეცდა.პ.ს. ბარემ ვაწაძეც წაიყვანონ ფენერბაჰჩემ და ან მილანმა :D
giorgi
15:33 30-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული