"მილანმა" უნაი ემერისთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ...

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ "სევილიის" მწვრთნელ უნაი ემერისთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ახლა იტალიურმა კლუბმა საქმე ბოლომდე რომ მიიყვანოს, "სევილიას" საკომპენსაციო თანხა - 3 მლნ ევრო უნდა გადაიხადოს.

A GAZZETTA DELLO SPORT-ის ინფორმაციით, იტალიური კლუბის პოტენციურმა ინვესტორებმა ჩინეთიდან, გარიგებაზე თანხმობა უკვე განაცხადეს, მაგრამ "მილანში" ემერის მიწვევაზე საუბარი წყლის ნაყვა იქნება, თუკი მილანური კლუბის ჩინელებზე გასხვისებას სილვიო ბერლუსკონი გადაიფიქრებს.

შესაბამისად, ამ დროისთვის ვითარება ბუნდოვანია, რადგან "მილანმა", პირველ რიგში, ჯერ მფლობელისა და ხელმძღვანელობის საკითხი უნდა გადაჭრას საბოლოოდ.

ცნობისთვის, "მილანის" გარდა, უნაი
ემერის მიწვევით ფრანგული "პარი სენ-ჟერმენიცაა" დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ ემერი "სევილიაში" 2013 წლიდან მუშაობს და მის ხელში გუნდმა ზედიზედ სამჯერ მოიგო ევროპალიგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული