"მილანს" 7 ივლისამდე ახალი მფლობელი ეყოლება

AutoSharing Option
იტალიურ "მილანს" 7 ივლისამდე ახალი მფლობელები ეყოლება, რომლებისგანაც სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი 100 მილიონ ევროს მიიღებს.

La Gazzetta Dello Sport–ის ინფორმაციით, ჩინელ ინვესტორებთან სიტყვიერი შეთანხმება შედგა და უახლოეს დღეებში კლუბს ჩაიბარებენ.

შეგახსენებთ, რომ კლუბის გადაცემის პროცესი უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ბერლუსკონის მიერ გაკეთებული გულის ოპერაციის გამო გადაიდო. ჯერჯერობით, უცნობად რჩება, თუ ვინ იქნება მილანელთა მთავარი მწვრთნელი ახალ სეზონში.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
გვეშველება რამე მილანისტებო? იმედია კი...
italia
09:30 27-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული