მილანის "ინტერის" მესვეურებმა ტრანსფერებისთვის 250 მლნ ევრო გამოჰყვეს

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ინტერის" მესვეურებმა ტრანსფერებისთვის 250 მილიონი ევრო გამოჰყვეს, მაგრამ ჯერჯერობით, პროცესი გაყინულია ფინანსური ფეარ პლეის გამო.

მილანურმა გრანდმა ან ნაკლები ფული უნდა დახარჯოს ტერანსფერებში, ან რამდენიმე ფეხბურთელი სარფიანად გაასხვისოს. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, მილანელები მეორე ვარიანტს ამჯობინებენ და ფეხბურთელები სატრანსფერო ბაზარზე გაჰყავთ.

მარტინს ედერის გადაბირება ერთ-ერთ ჩინურ კლუბს სურს და მზადაა, რომ მასში 17 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუ ავტორიტეტულ გამოცემას დავუჯერებთ, "ინტერი" მზადაა ედერის გასაშვებად, ბოლო სიტყვა კი თავად ფეხბურთელზეა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფორვარდმა
ევროპის ჩემპიონატზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მისმა ფასმაც მკვეთრად მოიმატა.

ასევე, "ინტერის" მესვეურები 25 წლის ჟუან ჟესუსის და ამავე ასაკის დავიდე სანტონის გასხვისებას აპირებენ.

ჟუანის გადაბირება "რომას" სურს და კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, სანტონზე კი ჯერჯერობით, ცნობები არ ვრცელდება. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული