"ლაციოს" 5000-მა ფანმა კლუბის პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" ფანებმა კლუბის პრეზიდენტის, კლაუდიო ლოტიტოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა 5000-მა ფანმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს რომაული კლუბი რამდენიმე სკანდალურ სიტუაციაში გაეხვა.

მარსელო ბიელსა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დანიშვნიდან რამდენიმე დღეში წავიდა, მიზეზად კი კლუბის მხრიდან მოცემული დაპირებების შეუსრულებლობა დაასახელა.

გარდა ამისა, კლუბთან უთანხმოების გამო "ლაციოში" ჯერ არ ჩასულან ფეხბურთელები ფელიპე ანდერსონი და ბალდე კეიტა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული