ვენტურა უდიდესი გამოცდილების მწვრთნელია და მართალია, ამ პერიოდში დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ არც ჩავარდნა ჰქონია. ვენტურა ცნობილია, როგორც უბადლო ტაქტიკოსი და მწვრთნელი, რომელსაც ახალგაზრდებთან უყვარს მუშაობა.
მაგალითად, იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში ბირთვს სწორედ ვენტურას "ტორინოში" მოასპარეზე ფეხბურთელები შეადგენენ - ერთ-ერთი მიზეზი ფედერკალჩოს მიერ არჩევანის სწორედ ვენტურაზე შეჩერებისა, ესეც
ვენტურას წარდგენა "კოვერჩიანოს" საწვრთნელ ბაზაზე მოხდა, სადაც ტრადიციულად, იტალიის ყველა ასაკობრივი ნაკრები გადის შეკრებებს. "სკუადრა აძურას" ახალმა დამრიგებელმა სამომავლო გეგმებზე ბევრი ისაუბრა, თუმცა სანამ მას გადავცემდეთ სიტყვას, იქამდე იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, კარლო ტავეკიოს მოვუსმინოთ:
"ჯამპიერო ვენტურა არის ფეხბურთის მაესტრო და ამით ყველაფერია ნათქვამი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მასთან ერთად "სკუადრა აძურა" დიდ წარმატებას მიაღწევს. ვენტურას ექნება სრული კარტბლანში და ყველა პირობა იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს. იტალიის ნაკრებში იწყება ახალი ერა, რომელიც დიდხანს გაგრძელდება და აუცილებლად წარმატებული იქნება.
უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ ვინ დაეხმარებიან ვენტურას და შესაბამისად, დაკომპლექტდება სამწვრთნელო შტაბი. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ანტონიო კონტეს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია და ჩვენი აღფრთოვანება დაიმსახურა. კონტემ დაგვანახა ის გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ, თუმცა ვენტურას ხელში ჩვენი ნაკრები კიდევ უფრო ძლიერი იქნება".
პირველი პრესკონფერენცია
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჯამპიერო ვენტურასთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის განმავლობაშიც მწვრთნელი 2.6 ,მილიონ ევროს მიიღებს, ანუ წელიწადში მხოლოდ 1.3 მილიონს. შედარებისთვის, ანტონიო კონტეს გასამრჯელო წელიწადში 4.5 მილიონი ევრო იყო, ანუ თითქმის 4-ჯერ მეტი. დროა, სიტყვა ვენტურას გადავცეთ, რომელმაც ვრცლად, თემების მიხედვით ისაუბრა... ბედნიერი და ამაყი
ბედნიერი ვარ იმით, რომ აქ, "კოვერჩიანოს" საწვრთნელ ბაზაზე იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ვიმყოფები. ვამაყობ იმით, რომ წარმოვადგენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფეხბურთო ერს მსოფლიოში. ერთია კლუბში მუშაობა და მეორე, ეროვნულ ნაკრებში, სადაც სრულიად სხვა წნეხი და პასუხისმგებლობაა. მე მზად ვარ ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევისთვის.მადლობა კონტეს
მადლობა კონტეს გაწეული სამუშაოსთვის, რადგან მან დამახვედრა ტაქტიკურად იდეალურად მომზადებული და განსწავლული გუნდი. ნაკრების მწვრთნელებს ფეხბურთელებთან მუშაობისთვის დიდი დრო არ აქვთ და როდესაც ასეთი მყარი ფუნდამენტი გხვდება, ეს დიდი პლუსი და უპირატესობაა, რომელსაც გამოყენება სჭირდება. მოკლე დროში, კონტემ შეძლო და ნაკრები იდეალურად შეათამაშა. ევროპის ჩემპიონატზე "სკუადრა აძურა" ჰგავდა გუნდს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ვარჯიშობს და ემზადება.ევრო 2016
ძალიან საინტერესო ტურნირი იყო, რომელმაც დაგვანახა, რომ ნებისმიერი სტილი და სტრატეგია ეფექტურია, თუ სწორად იყენებ და თუ თამაშში შეცდომები მინიმუმამდე გაქვს დაყვანილი. ჩვენ ვნახეთ დაცვიდან მოთამაშე გუნდები, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა გუნდი წარმატებული იქნება, თუკი მოედნის ცენტრს განგებ დათმობს. მთავარია თამაშის ხარისხი, ორგანიზებულობა და კლასი. იტალიის ნაკრებმა გვიჩვენა, რომ ორგანიზებული თამაშით, რომელსაც თან ახლავს ემოცია და სულისკვეთება, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეიძლება. ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობა ვერაფერს გიშველის, თუ გუნდი ვერ თამაშობს.
საბაზო ტაქტიკა
ყველამ იცის, რომ ჩემი ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 3-5-2 სქემას ვანიჭებდი უპირატესობას და ასე იყო "ტორინოშიც". სწორედ ამ სქემით თამაშობდა ანტონიო კონტეს "აძურა" ევრო 2016-ზე და ბუნებრივია, რომ ამ მოდელს აქტიურად გამოვიყენებ. თუმცა, არის გარკვეული ფაქტორები, რომელთა გამო ჩვენ მოგვიწევს ექსპერიმენტების კეთება და ახალი სქემების ძიება. დღეს იტალიაში უამრავი გარემარბია, 3-5-2 კი ამ ფეხბურთელებს თამაშგარეში ტოვებს. ძალიან მომწონს სტეფან ელ შაარავი, ლორენცო ინსინიე, ჯაკომო ბონავენტურა, დომენიკო ბერარდი, ანტონიო კანდრევა, ეს ფეხბურთელები კი ყველაზე კომფორტულად თავს სწორედ გარემარბის პოზიციაზე გრძნობენ. ამიტომ ჩვენ გვექნება არაერთი ტაქტიკური მონახაზი, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
წამსვლელები და მომსვლელები
ანდრეა ბარძალიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება, მაგრამ მე მასთან შეხვედრას ვაპირებ. ბარძალი 35 წლისაა, თუმცა ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ფეხბურთელი ბრწყინვალედ თამაშობს. რთული იქნება პელეზე დაკვირვება, რადგან ის ჩინეთში გადაბარგდა, მაგრამ მეორე მხრივ, არ მსურს მაღალი დონის თავდამსხმელზე უარის თქმა. კლაუდიო მარკიზიოს და მარკო ვერატის სახით, ნაკრებს ორი ლიდერი დაუბრუნდება, რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს კი აქედანვე გამოვარჩევდი - მაგალითად, დანიელე რუგანის, ალესიო რომანიოლის, მატია პერინს და ჯანლუიჯი დონარუმას. ვფიქრობ, ამ და კიდევ არაერთ ახალგაზრდა მოთამაშეს შეუძლია ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრება. მარიო ბალოტელი? - მან ჯერ უნდა ითამაშოს, შემდეგ გოლების გატანას მოუხშიროს და რაც მთავარია, დაგვანახოს, რომ პროფესიონალია. ბალოტელის დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ არასწორ გზაზე დგას. იმედი მაქვს, რომ ვითარება შეიცვლება.
მუნდიალის შესარჩევი
წინ დიდი ბატალიები გველის, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ევროპის პირველობაზე. ჯგუფში ესპანეთის ნაკრებთან მოგვიწევს კონკურენცია, სადაც ასევე ახალი მწვრთნელია და რა შეიცვლება იქ, დღეს ძალიან რთული სათქმელია. პირდაპირ მუნდიალზე მხოლოდ ერთი გუნდი გადის და გამოდის, რომ შეცდომის უფლება, უბრალოდ, არ გვაქვს. ერთი ზუსტად ვიცი: ჩვენ უნდა ვითამაშოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფული დაზოგეს ალბათ. რა ვიცი...