"მილანის" მესვეურებმა ჯანლუიჯი დონარუმას ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გაუმზადეს, რომელსაც უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი. მოქმედი კონტრაქტით, ჯიჯი "მილანთან" 2018 წლამდეა დაკავშირებული. 17 წლის უნიჭიერესი მეკარე არსად წასვლას არ აპირებს და სურს, რომ კარიერა "მილანში" დაასრულოს:
"მე იმ ფეხბურთელთა კატეგორიაში ვარ, რომლებისთვისაც მთელი კარიერის ერთ გუნდში გატარება პრობლემას არ წარმოადგენს და პირიქით, ეს დიდი პატივია. მით უმეტეს, ვარ გუნდში, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ. ახალ კონტრაქტს დიდი სიამოვნებით გავაფორმებ და მჯერა, რომ მთელ კარიერას "მილანში" გავატარებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
12:25 28-07-2016
ჯანლუიჯი დონარუმა "მილანის" ერთგული რჩება
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული