სილვიო ბერლუსკონიმ "მილანის" აქციათა 99,93% ჩინელებს 740 მლნ ევროდ მიჰყიდა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა "მილანმა" ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი ჩინელ ინვესტორზე გაიყიდა.

დღეს, 5 აგვისტოს, სილვიო ბერლუსკონის ფინანსურმა ჯგუფმა "მილანის" აქციათა 99,93%-ის ჩინურ კომპანია Sino-Europe Sports Investment Management Changxing-ისთვის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ამრიგად, იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელიც "მილანს" 30 წლის განმავლობაში განაგებდა, კლუბში აქციათა მხოლოდ 0,07% რჩება.

გარიგება, რომელიც საბოლოოდ წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, დაახლოებით 740 მლნ ევროდ ფასდება. აქედან 220 მლნ "მილანის" ვალებს უნდა მოხმარდეს.

ცნობილია ასევე, რომ ახალი მფლობელი "მილანში" 350 მლნ ევროს დაბანდებას 3
წლის განმავლობაში აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული