ინგლისური კლუბი მზად იყო, 29 წლის მცველის სანაცვლოდ ტურინული გრანდისთვის 60 მილიონი ევრო გადაეხადა, თავად ფეხბურთელს კი წელიწადში 8 მილიონ ევროს ჰპირდებოდა (ცნობისთვის, "იუვენტუსში" ბონუჩის წლიური ხელფასი მხოლოდ 3.5 მილიონი ევროა)...
თავიდან, "სკუადრა აძურას" მცველი თითქოს დათანხმდა ძალზე მაცდურ შეთავაზებას, თუმცა ბოლო ინფორმაციით ამას ვეღარ ვიტყვით - ბონუჩიმ ინგლისში გადაბარგებაზე უარი თქვა. აი, რა კომენტარი გააკეთა მან ამ თემაზე:
"ტურინში ძალიან ბედნიერი ვ
ჩვენ დიდი გუნდი გვყავს, რომელმაც ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის უნდა იბრძოლოს. იმედია, "იუვეში" კიდევ დიდხანს დავრჩები და კარიერასაც აქვე დავასრულებ. მე იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომელთაც ბევრი მოგზაურობა არ უყვართ.
გვსურს, დავრჩეთ იქ, სადაც თავს კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობთ. ჩვენ ვწერთ "ვეკია სენიორას" ისტორიას და მჯერა, რომ მთავარი წარმატებები წინ გველოდება".
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "იუვენტუსის" მესვეურები აპირებენ, ბონუჩის კლუბის ერთგულება დაუფასონ და ახალი ხელშეკრულება შესთავაზონ.
მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდეა გათვლილი და, თითქოს, ტურინელებს არაფერი უნდა ჰქონდეთ საჩქარო, მაგრამ მათ თანამშრომლობის კიდევ 2 წლით გაგრძელება სურთ და, რაც მთავარია, ახალი პირობებით - უკვე მომდევნო სეზონიდან ბონუჩი წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"