წყაროს ცნობით, იტალიურ გრანდში ვარაუდობენ, რომ 25 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი კარგად შეეწყობა გუნდის თავდამსხმელ გონსალო იგუაინს და მზად არიან, გამოისყიდონ მისი სატრანსფერო ფურცელი.
მანამდე ესპანურ მედიაში იწერებოდა, რომ "რეალი" მზად იყო, როდრიგესის გაყიდვის თაობაზე წინადადებები განეხილა, რადგან გუნდის თავკაცი ზინედინ ზიდანი არცთუ მთლად კმაყოფილია ამ ფეხბურთელის სათამაშო ფორმით.