პირველი იყო "კიევო" და ეს ვარიანტი დღესაც რჩება, უბრალოდ, ვერონელები რაღაც პერიოდის განმავლობაში მიყუჩდნენ და თითქოს აღარ აქტიურობენ. ყველაზე პრესტიჟული იტალიური კლუბი იმათგან, რომელთა გვერდითაც ბალოტელი ახსენეს, "ლაციო" იყო, იტალიურის გარდა კი - "აიაქსი", "ვულვზი" და "ბეშიქთაში".
და აი, გუშინ აპენინურ მედიაში ახალი ვერსიაც გაჩნდა - "ბოლონია". ჟურნალისტები
"ჩვენ ფეხბურთელებს არ ვყიდულობთ საბაზრო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მათ ვყიდულობთ გუნდის ინტერესების გათვალისწინებით. ასეთ საკითხებს კი სპორტულ დირექტორთან ვათანხმებ... ორი წლის წინ მიზნად დავისახეთ სერია A-ში დაბრუნება და დავბრუნდით კიდეც. მერე გვინდოდა ელიტაში ადგილის შენარჩუნება და შევინარჩუნეთ. ცხადია, ახალ სეზონშიც გვსურს გარკვეული პროგრესის მიღწევა... "ბოლონიამ" აირჩია თანმიმდევრული განვითარების გზა და ამ გზას არ გადავუხვევთ".
გაიგეთ რამე? მაგრამ აქ არის ერთ ფრაზა - "გარკვეული პროგრესის მიღწევა ახალ სეზონში". არ არის გამორიცხული, რომ ეს იმედი ბალოტელისაც უკავშირდებოდეს.
მოცალეობის ჟამს, "ბალო" რესტორნების ხშირი სტუმარია და ვიდრე მთლად ხელიდან წასულა, იქნებ ჟოზე მოურინიოს რჩევა მაინც გაითვალისწინოს. მისთვის საუკეთესო გამოსავალი ინგლისის ჩემპიონშიპში თამაშიაო, - თქვა ორიოდ დღის წინ ჟოზემ და ისიც დაადასტურა, რომ ყოფილ შეგირდს ესაუბრა კიდეც.
მოურინიოს ბალოტელისთვის უთქვამს, უკეთესი იქნება, თუ ყველაფერს თავიდან დაიწყებ და "ვულვზში" ვალტერ ძენგასთან მიხვალო...
ვნახოთ, რა გზას დაადგება ბალოტელი.
გიორგი ნინიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"