იტალიაში 3 ფეხბურთელი და 2 კლუბი დასაჯეს

AutoSharing Option
"ემპოლის" ფორვარდი მასიმო მაკარონე, "მილანის" მცველი გაბრიელ პალეტა და "პალერმოს" ცენტრალური უკანახაზელი სლობოდან რაიკოვიჩი სერია A-ს მომდევნო ტურისთვის დისკვალიფიცირებულები არიან.

"ლეგა კალჩოს" დისციპლინართა ვერდიქტით, პალეტამ და რაიკოვიჩმა "შეუფერებელი საქციელი" ჩაიდინეს, ხოლო ლევან მჭედლიძისა და რომან ჭანტურიას თანაგუნდელმა, ვეტერანმა მაკარონემ, "სერიოზულად იუხეშა".

დასჯილთა შორის კლუბებიც არიან. მაგალითად, "პესკარას" ბიუჯეტი 5 000 ევროთი შეთხელდება, ხოლო პალერმოელები "ლეგა კალჩოს" ანგარიშზე 2 000 ევროს ჩარიცხავენ გულშემატკივართა უსაქციელობის გამო.

გიორგი ნინიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული